რაზე არ უნდა ისაუბროთ მამაკაცთან: 5 აკრძალული თემა

თუნდაც თქვენს მეუღლესთან ან შეყვარებულთან ძალიან ახლოს იყოთ და ერთმანეთს არაფერს უმალავდეთ, არსებობს თემები, რომლებსაც არასოდეს უნდა შეეხოთ.
1. რას ფიქრობთ სინამდვილეში მის მშობლებზე
არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდინოთ ეს – მამაკაცი მათ მაინც ვერ შეიცვლის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ვერ შეცვლის მათ და მაღაზიაში ვერ ჩააბარებს, რათა ახალი და იდეალური მიიღოს.
თუნდაც დედამისი მონსტრი იყოს, ის მუდამ დაიცავს მას. ის ხომ დედაა!

2. რომელ ცნობილ ადამიანზე ოცნებობთ მალულად
ყველას – ქალებსაც და კაცებსაც გვყავს გამორჩეული კუმირი – იქნება ეს მომღერალი, მოდელი თუ მსახიობი. მაგრამ უმჯობესია, თქვენმა მეორე ნახევარმა არ იცოდეს, ფანტაზიებში როგორ კოცნით, მაგალითად, ჯორჯ ქლუნის. უბრალოდ, თქვით, რომ გიჟდებით ქლუნზე, როგორც მსახიობზე და უყურეთ მშვიდად ფილმებს ქმართან ერთად.

3. როგორი ძალისხმევა დაგჭირდათ მასთან პაემნისთვის მოსამზადებლად
რა თქმა უნდა, მეუღლეს ამას ვერ დაუმალავ. აი, ურთიერთობის საწყის ეტაპზე კი უმჯობესია, გაჩუმდეთ. თქვენს შეყვარებულს არ სჭირდება იმის ცოდნა, თუ რამდენი საათი დაჰყავით სალონში და რამდენი გადაიხადეთ მანიკიურში. უმჯობესია, საბოლოო შედეგით დატკბეს და არა მოსამზადებელი პროცესით.
4. კანის პრობლემები
ყოველ ქალს შეიძლება უეცრად კანის პრობლემა გაუჩნდეს, სუპერმოდელებსაც კი. მაგრამ არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება და ხმამაღლა განცხადება, როგორ და სად გამოგივიდათ მუწუკი. შესაძლოა, მან საერთოდაც ვერ შეამჩნიოს ეს პატარა უსიამოვნება და თუკი შეამჩნია – ამის განხილვა საეჭვოა, მოსწონდეს.

5. სხეულის პრობლემები
მამაკაცები აღიარებენ, რომ ვერ იტანენ ქალების შეკითხვას: ”ეს კაბა ხომ არ მასუქებს?” მათ არ იციან, რა უპასუხონ.
”კი, გასუქებს” – თქვენ გეწყინებათ.
”არა, არ გასუქებს” – მაშინ თქვენ ეტყვით: ”ასე, ხომ? მაშ, გამოდის, მე თავისთავად მსუქანი ვარ!”.
”ძვირფასო, კაბა კი არა, პიცა გასუქებს” – საერთოდაც საშიში პასუხია.
ამასთან, ისე არაფერი ამშვენებს ქალს, როგორც თავდაჯერებულობა.

დაგვიტოვე კომენტარი!