ყველა ცისფერთვალებას ერთი საერთო საიდუმლო აქვს

სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს. გაირკვა, რომ ყველა ცისფერთვალება ერთი უძველესი ადამიანისგან მოდის, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე 6 000 -10 000 წლის წინ ცხოვრობდა. მან პირველად განიცადა უჩვეულო მუტაცია, რაც დღეს სრულიად ჩვეულებრივ, გავრცელებულ თვალის ფერად მიიჩნევა.

თავდაპირველად დედამიწის

ყველა მცხოვრებს თაფლისფერი თვალები ჰქონდა. დროთა განმავლობაში OCA2 გენის წყალობით, გარკვეულ ინდივიდებში მუქი პიგმენტების რაოდენობამ შეცვლა დაიწყო. ამ ინფორმაციის ფლობით, მეცნიერებს ესმოდათ, რომ ცისფერი თვალის ფერი არავითარი მეცნიერული გზით არ წარმოიქმნება.

მაგრამ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა სხვა გენი HERC2 აღმოაჩინეს, რომელიც სწორედ თვალის ცისფერ ფერს განაპირობებს. ეს გენი ОСА2 გენის გავლენას ასუსტებს, რომელიც მუქი პიგმენტის, მელანინის რაოდენობას განსაზღვრავს. მიიჩნევა, რომ ეს გადახრა პირველად მაშინ დაიწყო, როცა აფრიკიდან ევროპაში უძველესი ხალხი დიდი რაოდენობით გადასახლდა, რამდენიმე ათასი წლის წინათ.

ამგვარად, ყველა ცისფერთვალება ადამიანი პირველი ევროპელი მიგრანტებიდან მოდის.

ყველაზე პირველი ადამიანი, რომელმაც ამგვარი მუტაცია განიცადა აქამდე არ აღმოჩენილა. დღესდღეობით, ცისფერი თვალები აღენიშნებოდათ მხოლოდ უძველესი ადამიანის გადმონაშთს, აღმოჩენილი ჩრდილოეთ ესპანეთში. რა თქმა უნდა, 7000 წლის ჩონჩხს თვალები არ შენარჩუნებია, მაგრამ მეცნიერებმა გენეტიკური ანალიზით მათი ფერი აღადგინეს.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating

დაგვიტოვე კომენტარი!