ღირსეული ქალის 12 განსაკუთრებულობა, რასაც ყველა მამაკაცი აფასებს

ქალები, რომლებიც ერთ ადგილას არ ჩერდებიან, არამედ ვითარდებიან იმ სფეროში, რაც მოსწონთ. ასეთია ღირსეული ქალი და ეს ყველა მამაკაცს ხიბლავს.

1. ყოველთვის ახლის ძიებაშია

ქალი, რომელიც სიახლეს ეძებს და ამით მის გარშემო განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

2. უყვარს მამაკაცები

ამას უნარი სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალს მამაკაცმა ოდესღაც ტკივილი მიაყენა. უნდა შეგეძლოს გაიგო, რომ ყველა მამაკაცი ასეთი არ არის და ხანდახან მამაკაცებსაც სტკივათ.

როცა ქალს შეუძლია ნამდვილი საყვარელი იყოს – გასცეს მთელი მისი ქალურობა და მიიღოს მამაკაცურობა.

3. ქალების სიყვარული

არის რაღაც ამაღელვებელი ქალურ მეგობრობაში, როცა სხვები ამტკიცებენ, რომ ის არ არსებობს. ეს არის ქალი, რომელიც დაქალს აირჩევს და არა ბოიფრენდს – ქალები, რომლებიც აფასებენ, გვერდში უდგანან და შთააგონებენ ერთმანეთს.

4. შეუძლია ყურადღების მიღება

მამაკაცებს მოსწონთ ქალების მიმართ ყურადღების გამოჩენა, თუ ქალს მისი მიღება შეუძლია, არ განიცდის დისკომფორტს და არ რცხვენია. ამისთვის კი სხვების შექება უნდა შეგეძლოს.

5. მიუხედავად ტკივილისა, ცდილობს გახსნილი იყოს

შეცდომას ხანდახან ყველა უშვებს და გულგატეხილები ვრჩებით. ამ მომენტებში მარტივია თავის მსხვერპლად გასაღება და ახალი ტკივილისგან დამალვა. მაგრამ ქალები, რომლებიც გულის გადაშლას კვლავ ახერხებენ, აღფრთოვანებას იწვევენ.

6. ცხოვრობენ გაბედულად და არ ეგუებიან იმას, რაც აქვთ

დედამიწაზე მამაკაცების ევოლუციის ერთ-ერთი ფაქტი სწორედ ესაა, ზოგიერთი ქალი არ კმაყოფილდება მამაკაცზე ნაკლებით. ქალები, რომლებიც საკუთარი წესებით ცხოვრობენ და სამყაროს შეცვლის გამო ბოდიშს არ იხდიან.

7. ემოციურად გონიერი

ადამიანის ემოციები ამინდივით იცვლება. და ქალებმა ისინი არ უნდა დამალონ, თუმცა მათი კონტროლი უნდა შეეძლოთ და უფლება არ მისცენ რომ დაიმონოს.

8. ზრუნავს სხვებსა და გარესამყაროზე

ქალი, რომელიც სამყაროში სილამაზეს ხედავს, შთაგონებაა. ხედავს პრობლემებს და მოგვარებას ცდილობს. ეხმარება სხვებს და სიამოვნებს სიკეთის კეთება და არა მხოლოდ მასზე საუბარი ან სოც.ქსელში მოწონება.

9. აფასებს სილამაზეს

ასეთ ქალებს განსაკუთრებული მიდგომა აქვთ – მსუბუქად, სიხარულითა და მადლიერებით ეკიდებიან სამყაროს. ხშირად შეჩერდებიან

ყვავილის დასაყნოსად ან უბრალოდ ღია ხედით დასატკბობად. ასეთი ქალის გვერდით ყოფნა სამყაროს ახლად შეცნობას ჰგავს, სულ სხვა ფერებში, სუნითა და განცდებით.

10. საკუთარ თავზე ზრუნვა

აქ მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ იგულისხმება, მან კარგად იცის, რომ მიზნების მისაღწევათ კარგი ჯანმრთელობა სჭირდება. ამაში შედის კვება, ძილი, სპორტი. წარმოუდგენლად მიმზიდველია ,როცა ქალი სიამოვნებას არა ალკოჰოლით, არამედ ცხოვრების, ბუნებისგან ან კარგი კომპანიისგან იღებს.

11. ის ფიზიკურ სხეულზე მეტია

სხივი მხოლოდ მისი გარეგნობიდან კი არა, გონებიდან, ემოციურობიდან, კრეატიულობის, სექსუალურობისა და სულიერებისგანაც მოდის. და მის მოსაპოვებლად, ყველა ამ ეტაპზე უნდა იმოქმედოთ.

12. მომთმენია განვითარებისა და ზრდის მიმართ

ასეთმა ქალმა იცის, რომ სასურველის მისაღწევად დროა საჭირო და განვითარების ეს პროცესი არასდროს ჩერდება. საოცარია მისი მოთმინება და რწმენა ამ გზაზე. ეს თავდაჯერებულებას ჰმატებს კაცსაც და ანვითარებს მას.

ლეა ხიმშიაშვილი

დაგვიტოვე კომენტარი!