7 მიზეზი, რატომ არის ზამთარი სექსისთვის საუკეთესო დრო

თოვლის, სიცივისა და ყინვის დროს გაიხსენეთ ზამთრის სექსი – გათბობის ყველაზე იაფფასიანი საშუალება ავადმყოფობის გარეშე. თუმცა ეს სექსით დაკავებისთვის ერთადერთი მიზეზი არ არის.

გთავაზობთ 7 არგუმენტს, თუ რატომაა ზამთრის სექსი უკეთესი:

1. სითბოს სხეული მიესალმება
თქვენ არ დაგცხებათ ისე, როგორც ზაფხულში. გარდა ამისა, უდაო ბონუსი გაქვთ – თქვენ ბუნებრივი გამათბობელი ხართ, რომლის გულში ჩაკვრა სასურველია.

2. შეგიძლიათ არ იჩქაროთ
მაშინ, როცა ზაფხულში სექსი როგორც წესი სწრაფად ხდება, რათა პარტნიორთან ერთად მზის დარტყმა არ მიიღოთ ან ოფლში არ ჩაიძიროთ, ზამთარი მოდუნების საშუალებას გაძლევთ და შეგიძლიათ სურვილისამებრ
ისიამოვნოთ რამდენხანსაც გინდათ.

3. მეტი ჩახუტება
თუ ზაფხულში სიცხის გამო ერთმანეთს იშვიათად ეხუტებით. ზამთარში ამის გარეშე ვერ გაძლებთ, რადგან ეს სითბოს შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა.

4. სხეული ბედნიერების ჰორმონებითაა სავსე
ზამთარი შესაძლოა დეპრესიული იყოს, რადგან ვერ ვიღებთ მზის შუქს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეული D ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. ბევრი თავდაჯერებულობას კარგავს, როცა ძალა და ენერგია არ ჰყოფნის. ზამთრის სასოწარკვეთისგან თავის დასაღწევად, სექსი საუკეთესო რამაა – ავსებს სხეულს აქსიტოცინითა და ენდროფინით, რაც ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს.

5. გარშემო იმდენი კაშნეა
კაშნე გათბობის გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სექს-სათამაშო: აუკარით ხელები, თვალები, ფეხები და მიიღეთ ზამთრის სიამოვნება.

6. შეგიძლიათ წინდებში დარჩეთ
შეგიძლიათ არ გაიხადოთ წინდები და ეს უცნაური არ იქნება. მეტიც, წინდები ორგაზმის მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ქალების 80% სექსის კულმინაციას აღწევდნენ მაშინ, როცა წინდები ეცვათ, იმ 50%- თან შედარებით, ვინც ფეხშიშველი იყო.

7. სექსი დაავადებებისგან დაგიცავთ
კიდევ ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ხშირად სექსი დაკავშირებულია მეტი იმუნოგლობულინი A-ს გამოყოფასთან – ანტისხეული, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დიდ როლს თამაშობს.

რადგანაც ჩვენი იმუნური სისტემა ზამთარში შესუსტებულია, ზამთრის სექსი სწორედ ის არის, რაც გასაჯანსაღებლად გჭირდებათ.

ლეა ხიმშიაშვილი

დაგვიტოვე კომენტარი!