3 საშუალება გაიგოთ გიწერიათ, თუ არა მომავალში ერთად ყოფნა

თანამედროვე ცხოვრებაში ურთიერთობა ხშირად სექსით იწყება. ვნება იმდენად დიდ გავლენას ახდენს, რომ იმ მომენტში ფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ თქვენი ურთიერთობა ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება, მაგრამ სექსუალური თავსებადობა ხომ ერთადერთი პირობა არ არის.

არსებობს 3 უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სფერო, რაშიც ერთმანეთს უნდა ეწყობოდეთ და მაშინ შექმნით ხანგრძლივ და ოჯახურ ურთიერთობას. თავსებადობის შემთხვევაში ერთმანეთის აზრს პატივი უნდა სცეთ:

1. რელიგია
შესაძლოა ამჟამად რელიგიით დაინტერესებული სულაც არ ხართ, თუმცა ამის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაქვთ. თქვენს პოტენციურ პარტნიორთან ეს უნდა განიხილოთ, რადგან მომავალზე აუცილებლად იქონიებს გავლენას.

თუ ორივე ათეისტი ხართ, მაშინ უნდა განიხილოთ როგორ აღზრდით შვილებს.
როცა ორივე მორწმუნეა, მაგრამ სხვადასხვა რელიგიას ემხრობა, ყურადღებით უნდა გაერკვეთ, რამდენად სცემთ ერთმანეთის არჩევანს პატივს.

2. ოჯახი
როგორი ურთიერთობა გაქვთ ოჯახთან და როგორი ურთიერთობა აქვს თქვენს პარტნიორს საკუთარ ოჯახთან?
ის, თუ როგორ იქცევა ადამიანი საკუთარ ოჯახში და თქვენს ახლობლებთან, კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ როგორი იქნება, როცა ოჯახს შექმნით.

ურთიერთობაში ასევე მნიშვნელოვანია განიხილოთ ბავშვების თემა, რადგან ზოგიერთისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ზოგს კი შვილი საერთოდ არ სურს, ზოგსაც უკვე ჰყავს შვილი წინა ქორწინებიდან და აღარ უნდა.

3. პოლიტიკა
პრაქტიკით დამტკიცებულია, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს ოჯახის დანგრევა შეუძლია.
მცირე კამათი და ოჯახური დებატები ხელს არ შეგიშლით, თუ ერთმანეთის აზრს პატივს სცემთ და ამ ყველაფერს მშვიდად უდგებით. მაგრამ აგრესიული ოპოზიციონერები ერთად ნამდვილად ვერ იცხოვრებენ.

ლეა ხიმშიაშვილი

დაგვიტოვე კომენტარი!