10 არარომანტიკული ნიშანი, რომ მას გაგიჟებით უყვარხართ

ვინ თქვა, რომ შაპმანიური და ვარდებია რომანტიკის სიმბოლო. როგორც წესი, ის, რაც გულს გიდნობთ, სინამდვილეში სულაც არ არის “რომანტიკული”, რადგან ნამდვილი სიყვარული მსგავსი პრიალა მომენტებისგან არ შედგება. სიყვარული ბევრად უბრალოა.

გთავაზობთ ისეთ 10 არარომანტიკულ ნიშანს, რაც ამტკიცებს, რომ ძალიან უყვარხართ:

1. რუტინული საქმეები სიამოვნებს
ყველას შეუძლია რომანტიკული ფრენა მოაწყოს მთის მწვერვალზე, სადაც სანთლის შუქზე ვახშამი გელოდებათ. მაგრამ ნამდვილი სიყვარული მაღაზიაში წასვლას ან სადილის მომზადებასაც განსაკუთრებულსა და რომანტიკულს ხდის.

2. უხერხული დუმილი არ გაქვთ
ძალიან რომანტიკულია, როცა გყავს ადამიანი, რომელთანაც შეგიძლია მთელი ღამე ისაუბრო და ამ საუბრის ლაბირინთში დაიკარგო, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, რომ ნამდვილი სიამოვნება ისაა, როცა საუბრის აუცილებლობა არ არის. როცა სიყვარულია, არის დუმილიც, მაგრამ ის უხერხული არასდროსაა.

3. ამჩნევს თქვენს სისუსტეებს
შესაძლოა ატაროთ ვარდისფერი სათვალე, რაც ნაკლოვანებებს ფარავს. თუმცა სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა მიუხედავად შენი სისუსტეებისა გირჩევს და იცის, რომ ამას იმსახურებ.

4. ყველანაირი უყვარხარ
მაშინ როცა მასთან არ თამაშობ, როცა ბრაზდები და ეს მისთვის სიყვარულის გამოხატვის მიზეზი ხდება. უბრალოდ ჩაგეხუტება, რათა ფიზიკური და ემოციური თანადგომა გაგიწიოს. უყვარხარ მაშინ, როცა შენ გჭირდება და არა მაშინ, როცა ადვილია.

5. ხედავს, როგორ იშორებ მუწუკებს
არაფერი მიანიშნებს დიდ სიყვარულზე იმაზე მეტად, ვიდრე განცდა, რომ შეგიძლია საკუთარ თავს ეკუთვნოდე და არ გეშინოდეს, რომ შელამაზების გარეშე გხედავს.

6. გეუბნება რატომ ბრაზობს
მოგვწონს, როცა სიყვარულს წარმოვიდგენთ, როგორც მზითა და ყვავილებით სავსე სამყაროს. მაგრამ სიყვარულში უარყოფით ემოციებს არ უნდა ვმალავდეთ. სიყვარული თავისუფლებაა, როცა არ გეშინია თქვა რასაც გრძნობ, რადგან ენდობი მას.

7. სიმართლეს ამბობს
თუ მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ, ნაცვლად იმისა, რომ გითხრას რამდენად მშვენიერი ხარ, არ შეეშინდება გულწრფელი და ტაქტიანი კრიტიკის თქმის.

8. წმენდს საპირფარეშოს
რეალურია სიყვარული, როცა სიამოვნებით აცნობიერებთ, რომ ადამიანს თქვენს ნაცვლად შეუძლია სახლში ყველაზე არასასიამოვნო ვალდებულებები შეასრულოს.

9. უფლებას მოგცემს აკეთო ის, რაც გსურს
გამუდმებით ერთად ყოფნის მოთხოვნა – რომანტიკული ურთიერთობის გავრცელებული ვერსიაა. მოსიყვარულე მამაკაცი კი მოტივაციას გაგიჩენთ, მიჰყვეთ საკუთარ ოცნებებს და რეალიზება მოახდინოთ.

10. აფასებს თქვენს აზრს
მაშინაც კი, თუ განსხვავებული გემოვნება და შეხედულებები გაქვთ, უფრთხილდება თქვენს გრძნობებს და აფასებს მათ.

ლეა ხიმშიაშვილი

დაგვიტოვე კომენტარი!