როგორ ვაცდუნოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ გსურთ, თქვენი ოცნების მამაკაცი მოხიბლოთ, გაიგეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი.
ვერძი
არ უყვარს, როცა ქალი მის მონადირებას ცდილობს. მას მოსწონს სექსუალური, სიცოცხლით აღსავსე, მაგრამ მოკრძალებული გოგონები. ეს ბიჭი მუდამ უნდა გაართოთ და ამხიარულოთ. სხვათა შორის, კისრის მასაჟი ვერძს ჭკუიდან გადაიყვანს.

კურო
კომპლიმენტი, კომპლიმენტი და კიდევ მრავალჯერ კომპლიმენტი – აი, კუროს გულის გასაღები. ვერ მოთმენს ისტორიებს თქვენს ყოფილებზე. თუ ლაქლაქა ხართ, ამ თვისებას უნდა დაემშვიდობოთ. კუროს უყვარს, როცა მას უსმენენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი და იგივე ისტორია ათასჯერ გაქვთ მოსმენილი.

ტყუპი
მოეწონება გოგონა, რომელიც მისი პროფესიით, ჰობით დაინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ კარიერისტები არიან, ურთიერთობაში მოწყენილობასა და რუტინას ვერ იტანენ. თქვენ უნდა იყოთ განათლებული, ნაკითხი, განუმეორებელი და მხიარული გოგონა. ტყუპს ემოციები ესაჭიროება – ვნებიანი სექსით დაწყებული, გრანდიოზული უსიამოვნებით დამთავრებული.

კირჩხიბი
სჭირდება ყურადღებიანი, ნაზი, ოჯახის გოგონა. პრაქტიკულობა მისთვის მნიშვნელოვანია. თუ მის დედას იცნობთ, მოიკითხეთ ხოლმე. დედა მისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანია.

ლომი
მუდამ ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. მოიხიბლება ლამაზი, ჭკვიანი, ეპატაჟური მანდილოსნით. ლომს უყვარს ქათინაურები და არ უყვარს კრიტიკა. იეჭვიანეთ, მაგრამ იმისთვის, რომ მისი უნიკალურობა გამოამჟღავნოთ.

ქალწული
მოწესრიგებულ და აკურატულ გოგონას მიაქცევს ყურადღებას. აგრეთვე, იუმორის გრძნობაც უნდა ჰქონდეს და მიმზიდველიც იყოს. ის უვლის საკუთარ თავს და პარტნიორისგანაც იმავეს მოითხოვს. მისთვის მთავარი ნდობაა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ დიდი ხნის განმავლობაში დაგაკვირდებათ.

სასწორი
მრჩეველია ყველა საკითხში. ამიტომ ხშირად ჰკითხეთ რჩევა. მუდამ ახვევია გოგონები, ყველა მის მოხიბვლას ცდილობს. ამიტომ მისი გულის მოსაგებად გარჯა მოგიწევთ.

მორიელი
ლამაზი, ეფექტური ქალები მოსწონს, რომლებმაც იციან საკუთარი თავის ფასი. გახსოვდეთ, რომ მორიელი მონადირეა, ხელში ადვილად ნუ ჩაუვარდებით, თორემ თქვენდამი ინტერესს დაკარგავს.

მშვილდოსანი
თუ მისი ყურადღების მიქცევა გსურთ, იყავით არაორდინარული და თავი მოაჩვენეთ, რომ მისი დახმარების გარეშე ვერაფერს აკეთებთ. მშვილდოსანს

უყვარს მხიარული, ხმაურიანი და მიმზიდველი ქალები. გახდით მისთვის დღესასწაული. გაიზიარეთ მისი გატაცებები. პესიმისტი მისი რჩეული ვერ გახდება.

თხის რქა
გახსოვდეთ, რომ ამ ბიჭისთვის პირველ ადგილზე კარიერაა. ულტიმატუმითა და შანტაჟით ვერაფერს მიაღწევთ. მის მოხიბვლას შეძლებთ, თუ კარგი დიასახლისი ხართ. ისიც იცოდეთ, რომ თხის რქა მორიდებული და რომანტიკულია. შეგიძლიათ ხშირად გაანებივროთ რომანტიკული ვახშმით.

მერწყული
მისთვის აუცილებელია, ქალი ამოუცნობი იყოს. ნუ ეცდებით მის მიჯაჭვას თქვენზე, ხშირად ნუ გამოიჩენთ ინიციატივას – ამით მხოლოდ დააფრთხობთ. არანაირი სექსუალურობა მასზე არ მოქმედებს. ქალი მისთვის მეგობარია. მისი მიზანი თავისუფლებაა. თუ მის ცოლობას აპირებთ, ჰკითხეთ, დაქორწინებულები არიან თუ არა მისი მეგობრები. ამ საკითხში მერწყული ცდილობს უკანასკნელი იყოს.

თევზები
მისი მოხიბვლა მარტივზე მარტივია. თუ სექსზეც ჩამოუგდებთ სიტყვას, კიდევ უფრო მეტად დაინტერესდება თქვენით. ნუ აეჭვიანებთ, ისედაც საკმაოდ ეჭვიანია. მის გვერდით სხვა მამაკაცებთან ფლირტი კი არა, გასაუბრებაც გეკრძალებათ. იცით, რომ თევზ მამაკაცებს ტერფების მასაჟი უყვართ?

დაგვიტოვე კომენტარი!