როგორი ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ნებისმიერი ადამიანი დაეძებს ამქვეყნად მეორე ნახევარს, პარტნიორს ან უბრალოდ სულიერ მეგობარს. თუმცა, ზოგიერთისთვის თუ თავისუფალი ურთიერთობებიც მისაღებია, ვიღაცას გაძლება არ შეუძლია ოჯახისა და ოჯახური ფასეულობების გარეშე. ცოლები კი განსხვავებულები არიან ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

ვერძი – აქტიური, ენერგიული ცოლია. ქმარს გამუდმებით აქეზებს, რათა მან ცხოვრებაში მიაღწიოს მეტს.

კურო – მზრუნველი, ერთგული ცოლია. არაჩვეულებრივი კულინარი.

ტყუპი – მხიარული ცოლია, არაპროგნოზირებადი. ვერ იტანს საოჯახო საქმეებს.

კირჩხიბი – იდეალური ცოლია, არაჩვეულებრივი დედა და მოსიყვარულე მეორე ნახევარი.

ლომი – ძალაუფლებისმოყვარე ცოლია. მოსწონს, როცა ოჯახში სიტუაცია მას ემორჩილება.

ქალწული – მზრუნველი, გაწონასწორებული ცოლია. ფინანსების მხრივ საოცრად პრაქტიკული და ეკონომიური.

სასწორი – მოსიყვარულე, თბილი ცოლია. ყოველთვის გამოიყურება არაჩვეულებრივად. ისე, რომ მეუღლემ მისით იამაყოს.

მორიელი – ბრძენი ცოლია. საოცრად ერთგული, წინდახედული და ისეთი, რომელიც ოჯახის ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებს.

მშვილდოსანი – არასტანდარტული ცოლია. მაინცდამაინც ვერ ეგუება ოჯახურ ცხოვრებას და დიასახლისის როლს.

თხის რქა – ტრადიციული ცოლია. მისით აუცილებლად მოხიბლული იქნება მეუღლის სანათესავო.

მერწყული – უფრო მეგობარია, ვიდრე ცოლი. არასტანდარტულად უყურებს ოჯახურ ცხოვრებას, ვერ იტანს შეზღუდვებს.

თევზები – რბილი, დამთმობი, ემოციური ცოლია. მზად არის მეუღლის ინტერესებს საკუთარი ანაცვალოს.

დაგვიტოვე კომენტარი!