თამო ვაშალომიძემ 2 თვეში 9 კილოგრამი დაიკლო – რა დიეტას ამხელს სექსუალური მოდელი

მოდელმა თამო ვაშალომიძემ 9 კილო დაიკლო და სასურველ წონას დაუბრუნდა. ცნობილია, რომ თამო ვაშალომიძე აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ეწევა, თუმცა მიმზიდველი სხეულის ფორმების მისაღებად მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორ დაიკლო წონაში მოდელმა, ამაზე თავად გვიამბობს.

 

 

 

 

 

 

 

 

“აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ვეწევი, თუმცა ზედმეტი ვარჯიშით პირიქით, წონაში მოვიმატე. მხოლოდ ვარჯიში და მასაჟები სასურველი წონის მისაღებად საკმარისი არ არის, ამიტომ სწორი კვებაც დამეხმარა სასურველი წონის დაბრუნებაში. თუ ადრე ყოველდღიურად ვვარჯიშობდი, ახლა მხოლოდ სამი დღე ვვარჯიშობ კვირაში. კვირაში ორჯერ სპინინგზე დავდივარ, ერთხელ ან ორჯერ კრივზე. კრივი ძალიან კარგია ხელის კუნთებისთვის, ასაკის მატებასთან ერთად ქალის კუნთები დუნდება, ამიტომ აუცილებელია მას ადრეული ასაკიდან მივხედოთ. წელისთვის და უკანალისთვის მასაჟებს ვიკეთებდი, ანტიცელულიტური მასაჟი ძალიან ალამაზებს სხეულს და უფრო მიმზიდველს ხდის. ამასთან ერთად დიეტაზეც ვიყავი და ჩემს წონას დავუბრუნდი.

– რომელი დიეტით დაიკელი?
– ძირითადად ცილოვან საკვებს მივირთმევდი, ნახშირწყლებს მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ვიღებდი. ვჭამდი მოხარშულ თევზს, ქათმის ფილეს, ხორცს, მწვანე ბოსტნეულს, მწვანე ვაშლს. შვრიის ფაფას, წიწიბურას და ბრინჯს, ასევე,

კეფირს, მაწონს და უშაქრო ყავას მივირთმევდი. ვცდილობდი სამ საათში ერთხელ მეჭამა, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, დროების მიხედვით ჭამა რთულია, მაგრამ მაინც ვახერხებდი. დღეში სამჯერ მაინც მივირთმევდი და საღამოს 7 საათის შემდეგ არ ვჭამდი. ამ დიეტის წყალობით ორ თვეში ცხრა კილოგრამი დავიკელი და სასურველი წონის მისაღებად მხოლოდ 1 კილოგრამი მაქვს დასაკლები.

– რამდენი კილოგრამი იყავი?
– 68 კილოგრამი ვიყავი, ახლა 59 ვარ. ასეთი გამხდარი არავის ვახსოვარ, 64-63 კილოზე ნაკლებ წონაზე ვერასდროს ჩამოვდიოდი. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს განწყობაზეც კარგად აისახა სასურველ წონაზე დაბრუნება. ახლა უფლება მაქვს რაც მინდა ის მივირთვა, მაგრამ აღარ მინდება აკრძალული პროდუქტის მირთმევა.

დაგვიტოვე კომენტარი!