როგორ უნდა აანთოთ სექსისთვის საყვარელი მამაკაცი – ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი
საიდუმლო სექსუალური სურვილი საკმაოდ მარტივია. მას უბრალოდ უნდა, რომ თქვენ დაიწყოთ! დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუნდაც ყველაზე მოულოდნელ დროს, სახლის არასტანდარტულ ადგილას „აფეთქდით“ და გადადით „შეტევაზე“!  ავტოფარეხში საბარგულს წმენდს თუ სამზარეულოში ლუდის ქილის გახსნას ცდილობს, არ აქვს მნიშვნელობა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას რას აკეთებს, მთავარია, თქვენ იყოთ ინიციატორი!

კურო

ის ცდილობს, კომფორტთან ერთად თქვენ სრულყოფილი სიამოვნება მოგანიჭოთ. კურო მუდმივად ფიქრობს იმაზე, რომ საწოლში  „სწორად“ მოიქცეს. მისი საიდუმლო სექსუალური სურვილი კი სულაც არაა თქვენი ტკბობა. დიახ, მას სურს, რომ თქვენ გაანებივროთ ის! რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? უთხარით, რომ დროა პოზა შეცვალოთ, თვითონ გადავიდეს პასიურ მდგომარეობაში და უბრალოდ დატკბეს. ნუ აფიქრებთ თქვენს კუროს იმაზე, როგორ მოიქცეს. ამჯერად თქვენს ფანტაზიის მიანდეთ.

ტყუპები
ნუ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მამაკაცი ტყუპების ყველაზე დიდი ეროგენული ზონა გონებაა. შესაძლოა, მას ხშირად  იპყრობდეს ფანტაზიები და თავში სექსის ათასგვარ პოზას ხატავდეს. როგორ აღაგზნოთ ის? ესაუბრეთ სექსზე ან სექსუალურ თემებზე. გამონახეთ დრო და დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გაუგზავნეთ ფლირტით გაჯერებული მოკლე ტექსტური შეტყობინება. შეუქმენით მოლოდინი ვნებებით სავსე ღამის შესახებ. ეს თქვენს ტყუპებს ათმაგი სურვილით აავსებს.

კირჩხიბი
კირჩხიბ მამაკაცს არ სურს, რომ თქვენ მის ღმა ფანტაზიებს იცნობდეთ, თუმცა მათი ამოცნობა არც ისე რთულია. მას ხომ უყვარს, როდესაც გიპყრობთ? რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ?  ითამაშეთ! ეჭიდავეთ მას საწოლში და აღმოაჩენთ, რომ „ბრძოლის“ წამოწყებისთანავე ეცდება საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას. ნუ გეშინიათ, ის არაფერს დაგიშავებთ იმის გარდა, რომ უფრო მხურვალე სექსს გაჩუქებთ.

ლომი
ლომი მამაკაცი ყველაზე მეტად არშიყის ცდუნებას ვერ უძლებს. მას უყვარს, როდესაც თავს აწონებენ და მის „შებმას“ ცდილობენ. როგორ ასიამოვნოთ? მასთან ერთად ჩაწერეთ სასიყვარულო შინაარსის პატარა ვიდეო, გადაიღეთ ფოტო (თუ თამამი ხართ, შესაძლოა, სექსის სცენაც) ან მინიმუმ, მოესიყვარულეთ საძინებელში სარკის წინ. ეს მის ვნებებს ერთი-ორად აამაღლებს.

ქალწული
ქალწული ყველაზე პედანტი მამაკაცია, რომელიც მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს წესრიგი და სისუფთავე. მიეცით მას საშუალება მოდუნდეს, დაივიწყოს პეწიანობა და მთელი არსებით გადაეშვას ვნებებში. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ხილი, იოგურტი, შოკოლადი… მოკლედ რაც შეჭმადია. ეს ყველაფერი მის სხეულზე განათავსეთ, შემდეგ კი ხელების გარეშე მიირთვით.

სასწორი
სასწორი მამაკაცის ღრმა სექსუალური სურვილი უბრალოდ თქვენი უჩვეულო კაპრიზის შესრულებაა. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს, მთავარია მან თქვენთვის რამე საინტერესო გაკეთოს საწოლში. ფრიად ნასიამოვნები დარჩებით იმით, როგორ ასრულებს ის თქვენს „დავალებას“. იყავით თამამი სურვილის შერჩევისას!

მორიელი
ნურასოდეს უარყოფთ იმ აზრს, რომ მორიელი მამაკაცისთვის სექსი სამკურნალო საშუალებაა! შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ საქმიანი კამათის ან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ თქვენი მორიელი აგრესიულ განწყობაზეა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი ფარული სურვილი ენერგიული სექსით ამ ემოციებისგან გათავისუფლებაა. ნუ მოერიდებით მის მრისხანე განწყობას, უბრალოდ მოემზადეთ მხურვალე სექსისთვის!

მშვილდოსანი
მამაკაც მშვილდოსანს განსაკუთრებულ სიამოვნებას ახალ ეგზოტიკურ ადგილებში „სიყვარულობანა“ ანიჭებს. აკოცეთ თქვენს მშვილდოსანს საქვეყნოდ – ქუჩაში, დიდი სავაჭრო ცენტრის ხალხმრავალ ადგილას ან შესთავაზეთ მას „ვიქენდის“ ქალაქგარეთ გატარება. ის დაუვიწყარ დღეებს გაჩუქებთ.

თხის რქა
ხშირად თხის რქა მამაკაცი  გრძნობს, რომ ურთიერთობა გაუბრალოვებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის ძირითადი საფიქრალი კარიერა და სამსახურია, თხის რქას ფარული სურვილი შესაძლოა ცოტა უცნაურადაც მოგეჩვენოთ. დაურეკეთ თქვენს ბოსებს და უთახარით, რომ ავად ხართ, დარჩით სახლში და მთელი დღე ერთად გაატარეთ საწოლში. აჩუქეთ ერთმანეთს სამსახურისთვის განკუთვნილი დრო.

მერწყული
მიუხედავად იმისა, რომ მერწყული მამაკაცი საკმაოდ თავისუფალი და გაბედულია, ყოველთვის ვერ ახორციელბს თავის სექსუალურ სურვილებს.  რა უნდა გააკეთოთ მერწული მამაკაცისთვის? მიაწოდეთ მას ახალი სექსუალი თავგადასავლების შესახებ იდეები და განახორციელეთ კიდევაც რაც შეიძლება უცნაურ  და აკრძალულ გარემოში. ნუ შეიზღუდავთ თავს ფანტაზიებში, ის ხომ გიჟდება ყველაფერ უცნაურზე?!

თევზები
თევზები ფილმში ნანახ სექსუალურ სცენას ხშირად ატრიალებს თავში. თუ თქვენ მისი საყვარელი მსახიობის მსგავსად ჩაიცვამთ ან პატარა ფრაზას გაიმეორებთ ფილმის საყვარელი მომენტიდან, ჩათვალეთ, რომ მას სექსუალურ ფანტაზიას შთაგონება უკვე მიეცით. ვერ მიაგენით მსგავსს? არსებობს სხვა გამოსავალიც – უმღერეთ მისი საყვარელი შემსრულებლის რომელიმე სიმღერა.

დაგვიტოვე კომენტარი!