დასახელდა ასაკი, როცა ცხოვრებაში საუკეთესო სექსი გექნებათ

უმრავლესობა ფიქრობს, რომ საუკეთესო სექსი მხოლოდ ახალგაზრდობაში, დაახლოებით 20 ან 30 წლის ასაკში ჰქონდა, მაგრამ ახალმა კვლევებმა აბსოლუტურად მოულოდნელი შედეგები აჩვენა.

მასშტაბური ონლაინ გამოკითხვის თანახმად, 50-60 წლის ასაკის ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება, რომ საუკეთესო სექსი მხოლოდ 40 წლის შემდეგ ჰქონდათ. გამოთვლებით, საბოლოო ჯამში საუკეთესო სექსისთვის საშუალო ასაკი – 46 წელია.

ამასთან, გამოკითხულიდან 45% ამბობს, რომ საუკეთესო სექსი მხოლოდ მეუღლესთან ჰქონდათ და არა სხვა ქალთან ან მამაკაცთან.

სოცგამოკითხვამ კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი გამოავლინა. მაგ: სექსის შემდეგ ჩახუტება მამაკაცისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალისთვის.

ასევე, წყვილის უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სექსი კვირაში ერთხელ – ბედნიერი ურთიერთობისთვის ოპტიმალური რაოდენობაა.

ლეა ხიმშიაშვილი

დაგვიტოვე კომენტარი!