მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი დაშორდნენ – ძალიან მტკივნეულია, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ…

მსახიობები ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდნენ. 7 თვეა რაც წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს.

ამის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა, მაგრამ არცერთი მხარე ამაზე საჯაროდ კომენტარს არ აკეთებდა. დღეს ჩვენ იამ დაგვიდასტურა, რომ მისი ოჯახი დაინგრა.

– ია, მართალია, რომ თქვენ და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდით?

– ასეა, ჩვენ უკვე შვიდი თვეა ერთად აღარ ვცხოვრობთ.

– შეიძლება მიზეზი გკითხოთ?

– არა, მიზეზებზე საუბარი არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი ფაქტია.

– ეს არის ბოლო წერტილი?

– აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ. ისე არ მივდივარ. თუ მივდივარ, მივდივდივარ!

– როგორ გგონიათ, იქონიებს ეს გავლენას თქვენს მომავალ პირად ცხოვრებაზე?

– ძალიან მტკივნეულია, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ… არაუშავს, უნდა ასწიო თავი და უნდა გაიარო, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე. ეს ცოდვად ითვლება.

– 7 თვე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია დამალო ჟურნალისტებთან… ფიქრობდით რომ დალაგდებოდა? ამის გამო დუმდით?

– არა, არაფერს არ ვფიქრობდი, უბრალოდ არ არის საჭირო ყველაფრის ლაპარაკი, არ ვართ 14 წლის ბავშვები.

ნინო მჭედლიშვილი

დაგვიტოვე კომენტარი!