ქეთა თოფურიამ გადაწყვიტა, ბავშვის ფოტოები გამოაქვეყნოს!

ქეთა თოფურიას ფანები რა ხანია ელოდებიან მისი ქალიშვილის ფოტოებს. ქეთა ხშირად დებს პატარა ოლივიას კადრებს, ოღონდაც ისე, რომ სახე ყველგან დაფარული აქვს.
ამბობს, რომ არ სურს საჯაროდ მისი ფოტოების გამოფენა. თუმცა რუსმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მაინც გადაწყვიტა, ოლივია გამოაჩინოს და ეს მოხდება პატარას პირველ დაბადების დღეზე.
სავარაუდოდ, ქეთამ რომელიღაც ჟურნალთან მოაწერა კონტრაქტს ხელი და სწორედ მის გარეკანზე ვიხილავთ დედა-შვილს. ფოტოსესიის სამუშაო პროცესის კადრები ქეთამ ინსტაგრამზე ატვირთა – რასაკვირველია, ბავშვის სახე არც იქ ჩანს.

mshoblebi

ეს კი ერთ-ერთი ბოლო ფოტო, სადაც ოლივია ცოტათი ჩანს.

mshoblebi
დაგვიტოვე კომენტარი!