10 მესიჯი, რომლებიც ყოფილ მიჯნურს და ქმარს არ უნდა გაუგზავნოთ

ეს იმ მესიჯების ჩამონათვალია, რომელთა გაგზავნისგანაც აუცილებლად უნდა შეიკავოთ თავი, რომ მერე არ შეგრცხვეთ, რადგან თავსაც იმცირებთ მამაკაცის წინაშე და მათი გაგზავნით უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, არასოდეს გავუგზავნოთ ყოფილ შეყვარებულს ან ქმარს ასეთი შინაარსის სმს-ები:

1. მესიჯი შენს განცდებზე:”ისევ ისე მიყვარხარ”, ან ”ვერ გივიწყებ”, ან ”ისევ ისე მენატრები”. ჩვეულებრივი ჩხუბის შემდეგ ასეთი მესიჯი მისაღები იქნებოდა, მაგრამ თუ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდით და გონება გკარნახობთ, რომ ერთად ბედნიერად ვეღარ იქნებით, მსგავსი მესიჯების გაგზავნისგან თავი შეიკავეთ.

2. ნოსტალგიური გზავნილი: ”შენ ვერავინ შეგედრება”.

3. შემრიგებლურ-სინანულიანი სმს-ი: ”ძალიან ვწუხვარ”, ”მე ვარ ყველაფერში დამნაშავე”, ”დამიბრუნდი, გთხოვ”, ”ყველაფერი თავიდან დავიწყოთ”.

4. ”ქუჩური” ტექსტი: ”დალევა ხომ არ გინდა?” ”კომპანიას ხომ არ გამიწევდი?”

5. პროვოკაციული ტექსტი: ”ღამე მოდი”, ”შენთან თუ ჩემთან?”

6. ღამის სამ საათზე ნასვამ მდგომარეობაში გაგზავნილი მესიჯი: ”როგორ ხარ?”, ”ახლა დაკავებული ხარ?”, ”შეგიძლია ლაპარაკი?”, ”მაინტერესებს, რა იქნებოდა, რომ……”

7.
ტექსტი არაფერზე: ”გაუმარჯოს…”

8. მესიჯების უსასრულო ნაკადი: ”როგორ ხარ?”, ”შეხვედრა გაქვს?”, ”გადმოგირეკო?”. ”რატომ არ მირეკავ?”, ”სად ხარ?” და ა.შ., დაუსრულებლად.

9. მეტისმეტად ბევრი და გაუგებარი სმაილი: ”;) :-*** @)—>— <3 ”.

10. მეგობრული გზავნილი: ”გავისეირნოთ? დრო გავატაროთ, როგორც მეგობრებმა…”

ჟურნალი ”რეიტინგი”

დაგვიტოვე კომენტარი!