მამამ თავის 17 წლის ქალიშვილს უცნობ მამაკაცთან საწოლში შეუსწრო. მისი რეაქცია? -არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა…

ერთი მამის ამბავი… თქვენ თვითონ განსაჯეთ, სწორად მოიქცა ის თუ არა. ისტორია პირველი პირისგანაა მონათხრობი.
ერთ დილას, ჩემს სახლში, შედარებით უფრო ადრე გამეღვიძა, ავდექი,კიბეებზე ჩასვლისას ისეთი სანახაობა დავინახე, რომელიც ალბათ ნებისმიერ მამას შოკში ჩააგდებდა: ჩემი 18 წლის ქალიშვილი დივანზე, ვიღაც ბიჭთან ერთად ჩახუტებული იწვა. როგორც ჩანს, მთელი ღამე მანდ გაეტარებინათ. მე ჩუმად ჩავუარე, შევედი სამზარეულოში, საუზმე გავამზადე, ავბრუნდი და ცოლი და შვილები გავაფრთხილე, ჩუმად ჩამოსულიყვნენ ქვემოთ.

როგორც კი, სუფრას მივუსხედით, მე ხმამაღალი, მკაცრი ტონით დავუძახე ახალგაზრდას, რათა საუზმეზე დაგვწვეოდა.
ის შეშინებული, უმალვე შემოვარდა სამზარეულოში და მისთვის განკუთვნილ ადგილას დაჯდა. ჩანდა, რომ ბიჭი ძალიან ნერვიულობდა. მე მას შევხედე და ვკითხე: “მეგობარო, მე ერთი შეკითხვა უნდა დაგისვა და მასზე გაცემული პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება…შენთვის”. ბიჭი უფრო ანერვიულდა.
– გიყვარს…კატები?

ყმაწვილი საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრე და მეგობრული აღმოჩნდა. ჩანდა, რომ მას განათლება აკლდა, მაგრამ სულელი სულაც არ იყო. მაგრამ, მასში, რაღაც უცნაური იგრძნობოდა. ჩემი ქალიშვილი ამტკიცებდა, რომ ის ძალიან კარგი ბიჭი იყო და ამავე დროს ძალიან ყურადღებიანიც.

მას მერე, ის ყოველ დღე მოდიოდა, თუმცა ღამე აღარ დარჩენილა.

ყოველ დილა ის, ჩემ შვილს უნივერსიტეტში ველოსიპედით აცილებდა. საღამოს დავალებების მომზადებაში ეხმარებოდა. როდესაც ქალიშვილი ავად გახდა, ის მას უვლიდა.
ერთ დღეს ბიჭი გამოტყდა, რომ მას მშობლები არ ჰყავდა, არ ჰქონდა განათლება მიღებული, მუდმივი სამსახურიც არ გააჩნდა. მაგრამ ჩემს შვილს მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და იმასაც სიგიჟემდე უყვარდა ჩემი გოგო. რა უფლება მქონდა დამეშალა მათთვის ერთად ყოფნა? ყველამ საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს…

ცოტახანში გაირკვა, რომ ეს ბიჭი უსახლკარო იყო. მამამ თავი მოიკლა, ხოლო დედამ მიატოვა. ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როდესაც ის მხოლოდ 15 წლის იყო. მას მერე, ხან ქუჩაში ცხოვრობდა, ხან მეგობრები იფარებდნენ ხოლმე. დღისით კი, მშენებლობაზე მუშაობდა.
აი ასეთ სიტუაციაში ავღმოჩნდი: ჩემი შვილი, ხვდება 18 წლის ბიჭს, რომელიც არის სასიამოვნო, ჭკვიანი, ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს, რომელმაც ჩემი ქალიშვილი ბედნიერი გახადა. ბიჭი, რომელსაც ბავშვობა არ ჰქონდა.

ერთ დღესაც, ავდექი და სახლის გასაღები მივეცი და ვუთხარი, რომ ჩვენ მას სახლში ყოველ საღამოს ველოდებოდით. მთელი შემდეგი კვირა, ჩვენ, თავისუფალ ოთახში რემონტს ვაკეთებდით. ჩანდა, რომ ბიჭი მშენებლობაში კარგად ერკვეოდა.

ეს ყველაფერი 2000 წელს ხდებოდა. ახლა 15 წლის შემდეგ, ჩემს ახალ შვილსა და ჩემს ქალიშვილს საოჯახო ბიზნესი აქვთ. გასულ წელს მათ ორი შვილიშვილი – ბიჭი და გოგო გვაჩუქეს…

მომზადებულია MediaMall.ge-ს მიერ

დაგვიტოვე კომენტარი!