25 კომედია იდეალური არდადეგებისთვის

არ ხართ სადღესასწაულო განწყობაზე? არაუშავს: უყურეთ ჩვენს მიერ შერჩეულ ფილმებს, რომლის გმირებიც ძალიან სასაცილო და სრულიად მოულოდნელ სიტუაციებში ხვდებიან. გარანტიას გაძლევთ: ამ გმირებთან ერთად გატარებული დრო არამარტო კარგ, არამედ შესანიშნავ განწყობას მოგიტანთ!

ქერათმიანი ადვოკატი

1

ელი ვუდსს ყველაფერი ჰქონდა. მისი სკოლის ქალური ორგანიზაციის პრეზიდენტობა, ჰავაის ტროპიკული გოგონას სახელი კამპუსის კალენდარში და ამ ყველაფრის გარდა ბუნებრივი ქერა იყო. ასევე კამპუსში საუკეთსო ბიჭთან დადიოდა და მიზნად ჰქონდა დასახული მისის უორნერ ჰანტინგტონ მესამე გამხდარიყო. მაგრამ უორნერს ერთი რამ აფერხებდა: ელი ზედმეტად ქერა იყო მისთვის.

მზარეული

2

გამოცდილი ვეტერანი მზარეული რესტორნების ქსელის ახალ აღმასრულებელ დირექტორს დაუპირისპირდება,რომელსაც სურს რომ რესტორანს რეიტინგში ერთი ვარსკვლავი დააკარგვინოს და ახალგაზრდა მზარეული მოიყვანოს, რომელიც მოლეკულარულ გასტრონომიაშია სპეციალიზირებული.

მონტე კარლო

Monte-Carlo

სამი ახალგაზრდა მეგობარი გოგონა დასასვენებლად პარიზში მიემგზავრება. ისინი მონაკოში აღმოჩნდებიან, რადგან ერთერთი მათგანი ბრიტანეთის შეცდომით ტახტის მემკვიდრე ჰგონიათ.

ორი: მე და ჩემი ჩრდილი

5589110-650-1451379757-5

ისინი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ხასიათებით კი ამანდა – ცელქი და მოუსვენარი გოგონაა, ელისა – კი წყნარი და გაწონასწორებული. ერთი მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაიზარდა, მეორე კი მდიდარ მამასთან. ერთხელაც გოგონები საზაფხული ბანაკში შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ. სასაცილო თავგადასავლებიც სწორედ ახლა იწყება.

მახე მშობლებისთვის

5589160-650-1451379757-6

ჰოლი პარკერი ცხოვრობს მზიან კალიფორნიაში ყველაზე შესანიშნავ მამასთან ერთად მთელ ქვეყანაზე, მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მშვენიერ მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, რომლის გარეშეც მას ძალიან უჭირს, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს. როდესაც გოგონები შემთხვევით შეხვდებიან საზაფხულო ბანაკში, მათ აქვთ, რა გაუზიარონ ერთმანეთს.

ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი

IMG_5978-0

აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ის უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან.

გულების მტეხველნი

5589510-650-1451379757-8

ზოგიერთი დედა ქალიშვილს მუსიკას, ცეკვას და ეტიკეტს ასწავლის. მაქსი კი თავის შვილს ყველანაირ აფერისტობას ასწავლის, იმას რისი გამოცდილებაც მრავალი წლის მანძილზე თავად მიიღო.

ჰიტჩი

5589560-650-1451379757-9

ალექს ჰიტჩენსი, მეტსახელად ჰიტჩი, მამაკაცებს ქალთა გულების დაპყრობაში ეხმარება. მისი ბოლო კლიენტი, ალბერტ ბრენმანი, მოსაწყენი კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში, ცნობილ ალეგრა კოულშია შეყვარებული. სანამ ჰიტჩი ალბერტს ასწავლის როგორ მოიქცეს, თავად სარა მელასი შეუყვარდება. მას შემდეგ, რაც სარას საუკეთესო მეგობარს პრობლემები შეექმნება შეყვარებულთან, სარა ჰიტჩს დაუმსახურებლად შეულახავს რეპუტაციას. ჰიტჩი დაამტკიცებს თავის სიყვარულს და რთულ გზას გადის მის მოსაპოვებლად.

მის კონგენიალურობა 2

5589410-650-1451379757-10

ფბრ-ის აგენტი გრეის ჰარტი თავისი გმირობების შემდეგ, რომლებმაც ის ტელევიზიის და პრესის ვარსკვლავად აქციეს, უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობს ოპერატიულ სამსახურს. გრეისი წიგნის დაწერით და სხვადასხვა ტელეშოუებში მონაწილეობითაა დაკავებული. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მის მეგობრებს – კონკურსის გამარჯვებულს შერილს და იმპრესარიოს სტენს გაიტაცებენ ლას–ვეგასში.

ეის ვენტურა – შინაურ ცხოველთა დეტექტივი

5589360-650-1451379757-11

ეს ეის ვენტურაა – შინაურ ცხოველთა დეტექტივი. ჯიმ ქერის საქმეა იპოვნოს მაიამის “დელფინთა” დაკარგული თილისმა და ასევე წამყვანი მოთამაშე დენ მარინო. ის პირისპირ შეხვდება კაციჭამია ზვიგენს,უთვალთვალებს მაიამის “დელფინებს” და იპყრობს ქალთა გულებს. იგი ყველნაირ ექსტრემალურ პირობებში, ცეცხლში თუ წყალში ყოველთვის პოულობს თავის ობიექტს… ადამიანს თუ ცხოველს!

ვარდისფერი პანტერა

5589210-650-1451379757-12

როდესაც საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი თამაშის ბოლოს, სტადიონზე, შხამიანი ისრით იქნა მოკლული და მისი ძვირფასი და უზარმაზარი ბეჭედი ბრილიანტით “ვარდისფერი ავაზა” გაქრა, ამბიციური მთავარი მწვრთნელი დრეიფუსი, პოლიციის ყველაზე ცუდ ინსპექტორს ჟაკ კლუზოს დანიშნავს ამ შემთხვევის გამოსაძიებლად.

შეხვედრა მშობლებთან

5589260-650-1451379757-13

გრეგ ფაკერი მზადაა თავის შეყვარებულზე-პემზე დაქორწინდეს, მაგრამ მანამდე პემის მამის დაზვერვის ყოფილი აგენტის- ჯეკ ბერნსის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოს. კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ბერნსების ოჯახში გრეგის სტუმრობა კომიკური თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება და ყველაფერ ამას ჯეკი ფხიზლად ადევნებს თვალს.

შეხვედრა ფოკერებთან

5588960-650-1451379757-14

ეს ფილმი გაგრძელებაა პოპულარული კომედიისა “შეხვედრა მშობლებთან”. ცენტრალური დაზვერვის ბიუროს ყოფილი აგენტი ჯეკ ბირნსი და მისი მეუღლე დინა, უფრო თბილი კლიმატისკენ ფლორიდაში მიემგზავრებიან, თავიანთი სიძის, გეი ფოკერის მშობლების – ბერნის და როზის გასაცნობად. მათი ბედნიერ ქორწინებში მყოფი შვილისგან გასნხვავებით, მშობლები წინააღმდეგობებით აღსავსე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რაც საერთოდ არ მოხიბლავთ.

ღამე მუზეუმში

5588910-650-1451379757-15

მუზეუმში ქაოსი მეფობს, რადგან ღამის დარაჯმა ლარი დელეიმ შემთხვევით უძველესი წყვევლა მოხსნა, რითაც ატილა ჰუნი, გლადიატორების მთელი არმია, ტირანოზავრი რექსი და მუზეუმის სხვა ექსპონატები გააცოცხლა. სასოწარკვეთილი ლარი ცდილობს დააშოშმინოს მუზეუმი, მაგრამ არაფერი გამოსდის, სანამ პრეზიდენტი ტედი რუზველტი არ ეცდება მის დახმარებას.

დუპლექსი

d

როდესაც ახალგაზრდა წყვილმა მათი ოცნების სახლი შეიძინა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რისი გადატანა მოუხდებოდათ მოხუცი მეზობლის წყალობით.

საშინელი პარასკევი

5588810-650-1451379757-17

როგორც ყველა მოზარდს, ენსაც აქვს გარკვეული უთანხმოებები დედასთან, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს იგი დედამისის სხეულით იღვიძებს.

თუ დედამთილი – ურჩხულია

5588860-650-1451379757-18

შარლოტა კანტილინიმ მრავალი წელი დახარჯა ჭეშმარიტი სიყვარულის ძებნაში და როგორც იქნა იპოვა თავისი ოცნების მამაკაცი. ეს კევინ ფილდია. მაგრამ შარლოტა ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ეს კევინის დედა – ვიოლა ფილდსია, მბრძანებლური და დესპოტური ტელეწამყვანი, რომელმაც სულ ახლახანს დაკარგა სამსახური და ახლა საყვარელი შვილის დაკარგვა ეშინია.

ქორწილების ორგანიზატორი

5589310-650-1451379757-19

მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ

პატარძლების ომი

5588710-650-1451379757-20

ორი საუკეთესო მეგობარი ერთმანეთს გადაემტერება იმის გამო ,რომ მათი ქორწილი შემთხვევით ერთიდაიგივე დღესაა დანიშნული.

ცათამბჯენის ძარცვა

5588660-650-1451379757-21

ფეშენებელური სახლის მენეჯერი თანამშრომლების ჯგუფს უოლსთრითელ გაიძვერასთან შესახვედრად მიუძღვება, რომელსაც მათი ვალი აქვს. გამოუცდელი თაღლითების გუნდმა უნდა შესძლოს და 20 მილიონი დოლარი იპოვნოს,სანამ ქურდი მათი ვალით არ გაუჩინარებულა. როგორც მათ ჰგონიათ, ეს თანხა პენტჰაუსშია დამალული.

 21 ჯამფ სტრიტი

5588410-650-1451379757-22

ახალგაზრდა პოლიციელების გუნდი სპეციალურად შეიპარება სკოლაში, რომ იქ არსებული კრიმინალური გარემო გააკონტროლონ.

ბეწვიანთა შურისძიება

 5588360-650-1451379757-23

საკუთარ თავში დაჯერებული მშენებელი გეგმავს ორეგონის სიმშვიდის დარღვევას ექსკავატორებით – მაგრამ აღოაჩენს, რომ სამშენებლო გეგმების წინააღდეგ არამარტო ეკოლოგებს შეუძლიათ გამოსვლა, არამედ ცხოველებსაც.

წვეულება ვეგასში

5588310-650-1451379757-24

სამი მეგობარი წვეულების შემდეგ დღეს იღვიძებენ და აღომაჩენენ, რომ მათ კარადაში ახალდაბადებული ბავშვია, სააბაზანო ოთახიდიდან კი ვეფხვი გამოდის. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისინი ერთერთ მათთაგანს, დოუს ვერ პოულობენ, რომელიც წესით ამ დღეს ჯვარს იწერს. სამი მეგობარი ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ საშინელ ნაბახუსევზე თავი მოაბან და მეგობარი ჯვრის დასაწერად დროზე მიიყვანონ.

facts.ge

დაგვიტოვე კომენტარი!