განსაკუთრებული მამაკაცის 8 ღირსება – ხელიდან არ უნდა გაუშვათ


ჩამოგითვლით მამაკაცის 8 ღირსებას, რის გამოც ის უნდა გიყვარდეთ და ვისი ნდობაც შეიძლება. თუ ასეთს იპოვით – ნუ გაუშვებთ შანსს.

1. როცა გიყურებთ, ის ნამდვილად თქვენ გაკვირდებათ

თუ მამაკაცი თვალებში გიყურებთ ის ცდილობს თქვენს სულს ჩაწვდეს. ცდილობს გამოიცნოს თქვენი ხასიათი. ეს მზერა ფაქტობრივად სიყვარულში გამოტყდომაა. თუ მამაკაცი ყოველდღე ასე გიყურებთ, თქვენ ძალიან გაგიმართლათ.

2. თუ კეთილი ადამიანია – ეს სისულელე არ არის

არიან აგრესიული მამაკაცები და გამუდმებით ლიდერობაზე ფიქრობენ. ასევე მამაკაცები, რომლებიც ნებისმიერ ფასად გაურბიან პასუხისხმბელობას – მამაკაცების ორივე ტიპს ერიდეთ.
თუმცა არიან მამაკაცები, ვინც ძლიერ, ლიდერულ ხასიათს თანაგრძნობითა და სულიერი სითბოთი ანაცვლებს. მათ მთელი გულით სიყვარული შეუძლიათ, ჩხუბში კი საკმაოდ დაუნდობლები არიან.
თუ მამაკაცში ერთდროულად აღმოაჩენთ ძალასა და თანაგრძნობის უნარს, არასდროს გაუშვათ.

3. საოცრად ამბიციური ოცნებები აქვს – ამასთან საკმაოდ მყარად დგას მიწაზე

ქალისთვის იდეალური პარტნიორია მამაკაცი, რომელიც მეოცნებესთან ერთად მოკრძალებული რეალისტია. ის არასდროს დაუშვებს – ვინმემ მისი ამბიციების რეალიზაციაში ხელი შეუშალოს. ასეთი მამაკაცები ყოველთვის აღწევენ წარმატებას და არასდროს გპირდებიან იმას, რის მოცემასაც ვერ შეძლებენ.

4. ეხერხებათ საჭმლის მომზადება

გულწრფელები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ მამაკაცი, რომელიც სამზარეულოში ტრიალებს – ძალიან სექსუალურია.

5. დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობაში. ცოტა უხეში ხასიათიც აქვს

თუ ჭკვიან, მაგრამ ამავე დროს ცოტა უხეშ მამაკაცს შეხვდებით – ის აუცილებლად გაგაბედნიერებთ.

6. კარგად ეხერხება თქვენი გაცინება

თუ თქვენს პარტნიორს არ შეუძლია ცუდ ხასიათზე ყოფნისას გაგამხნევოთ და გაგამხიარულოთ, ახლავე შეწყვიტეთ ურთიერთობა. როცა ადამიანს იუმორის გრძნობა არ აქვს, ძნელია მასთან ცხოვრება.

7. მშვიდობისთვის მზად არის დათმოს ბოლო არგუმენტი

წყვილი ხშირად კამათობს და ამ დროს ორივე მათგანი გამარჯვებაზე ფიქრობს, რადგან ეს ადამიანს უფრო თავდაჯერებულს ხდის. მაგრამ თუ მამაკაცი მზად არის შეწყვიტოს კამათი – სიყვარული მისთვის ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას.

8. ყოველთვის გიწვდით დახმარების ხელს

სიყვარული მამაკაცებისთვის, უფრო მარტივი და გასაგები გრძნობაა. ზრუნავენ და ეხმარებიან მათ ვინც უყვართ. ყველა ღონეს ხმარობენ საყვარელი ქალის გასაბედნიერებლად.

ანა ვერძაძე

დაგვიტოვე კომენტარი!