,,მატკინე,” ანუ რატომ მოსწონთ ქალებს უხეში სექსი


თანამედროვე ქალებს ვერც ,,კონკიას” ისტორიით გააოცებთ და ვერც თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცით მოხიბლავთ. დღეს ბევრისთვის სასურველად გარყვნილი და იდუმალი კაცი ითვლება.

რა მოსწონთ ქალებს სადისტ კაცებში?

ქალებს აინტერესებთ უცნაური, იდუმალი, ტრამვირებული კაცები, რთული ხასიათით. სირთულეების გადალახვა ყველა ქალს თავდაჯერებულობას მატებს და ურთიერთობისადმი სურვილს უცხოველებს. ბავშვობაში გადატანილი ტრაგედიები კაცზე ზრდასრულობის ასაკში აუცილებლად აისახება და შეიძლება სექსუალურ ცხოვრებაშიც იჩინოს თავი. ცნობისმოყვარე ქალი მზად არის საშიში ექსპერიმენტებისთვის. მას სურს ,,გამოასწოროს” კაცი, გახადოს უკეთესი და მოუშუშოს იარები.

მეორე შემთხვევაში, ქალს თავადაც ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს გადატანილი და კარგად ესმის მამაკაცის. სურს მწვალებელი იყოს და სექსუალურ პარტნიორს თავის წარსულ ტკივილზე პასუხი აგებინოს, შემდეგ კი დანებდეს და უმწეოდ იგრძნოს თავი.
ურთიერობები, რომელიც აგებულია ტკივილზე ცხოვრებაში უფრო ხშირია, ვიდრე ფილმებსა და ლიტერატურაში. პოპკულკტურაში სიყვარული და ტკივილი თითქმის ერთმანეთთან გაიგივდა.

მესამე შემთხვევაში, უხეში სექსის მოყვარული კაცები თავის ცხოვრებისეულ აგრესიას ვნებად გარდასახავენ და ქალს შეუდარებელ სიამოვნებას ანიჭებენ. სადისტები სექსში მრავალფეროვნებას გთავაზობენ. არასდროს იცი მომავალი ინტიმური კავშირი რით დასრულდება, რას იგრძნობ, რას აღმოაჩენ…

რეალურად კი შეიძლება, კაცი ტკივილისა და ტანჯვის გარეშე გიყვარდეთ და ბედნიერი იყოთ. ამისთვის პირველ რიგში, ჯანმრთელი ფსიქიკა და სწორად შერჩეული პარტნიორია საჭირო.

თქვენი არჩევანია პრინცს ნაზად ეყვარებით თუ ტირანი მონასავით მოგექცევათ.

რადა მახარაძე

დაგვიტოვე კომენტარი!