10 ფილმი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას

არსებობენ ფილმები, რომლებსაც ყურებიდან ხუთი წუთის შემდეგ ვივიწყებთ. არსებობენ ფილმები, რომელთა ნახვაც – ტოქსიკურია აზროვნებისთვის. არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც მოაქვთ ბედნიერება და სიმშვიდე. და არსებობენ ფილმები, რომლებიც სამუდამოდ გვცვლიან.

სამსარა

1

დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში იღებდნენ, აქ ნაჩვენებია პლანეტის გასაოცარ ადგილებზე მოგზაურობის კადრები. მთლიანობაში წარმოდგენილია 5 კონტინენტის 25 ქვეყანა. სამსარა წარმოადგენს მიწიერ ცხოვრებათა ციკლს, რომელიც გარდასახვის საშუალებით მუდმივად გრძელდება. ესაა მუდმივი არსებობა, ტანჯვა, გარდასხვა. შესაბამისად, ფილმში ასახულია მუდმივად მოქმედი პროცესები, სიცოცხლის ციკლი, დაბადება, სიკვდილი და რეინკარნაცია.

სიცოცხლის გამოღვიძება

2

ფილმი თავიდან ბოლომდე გარდასახვის გამაოგნებელი ჯაჭვია. პარადოქსების კალეიდოსკოპი. სისტემატიურად ცვალებადი სამყარო. მოგზაურობა რეალურიდან სიზმარში და უკან. ის სავსეა მუდმივი კითხვებით და მოულოდნელი პასუხებით. აქ ყოველი ნაბიჯი ახალ გამოცანებს წარმოშობს. ეს სამყარო შეიძლება იყოს ოცნება, შეიძლება რეალობა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ის მშვენიერია.

სოლარისი

5541510-650-1450974255-87986968f097b98e9434ccd8f2978f7e

კოსმოსურ სადგურ “სოლარის”-ზე სამუშაოდ გაგზავნილი ფსიქოლოგი გაუთვალისწინებელ სირთულეებს წააწყდება. ეკიპაჟის კაპიტანი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, მაგრამ უსიამოვნებები ამით არ მთავრდება

კანის ქვეშ

4

ფილმის მოქმედება ვითარდება შოტლანდიაში, სადაც ყოველდღე ედინბურგ-გლაზგოს გზატკეცილზე დადის ძვირადღირებული მანქანა მდიდარი მძღოლის თანხლებით. საჭესთან ლამაზმანია დიდი მკერდით და მწვანე თვალებით. გზად ის იყვანს მგზავრებს, ძირითადად ჯანმრთელ და ძლიერი მამაკაცებს. უცნაური ლამაზმანის მგზავრები უკან აღარ ბრუნდებიან.

ადამიანი-სპილო

5541760-650-1450974255-nl_8625-1

ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია, ტანჯავდა.

ბიძია ბუნმი, რომელსაც წინა ცხოვრება ახსოვს

5541710-650-1450974255-ghjjk

ბიძია ბუნმი მძიმედ ავად არის და გადაწყვიტავს ცხოვრების უკანასკნელი დღეები ნათესავებთან, სოფელში გაატაროს. აქ მას გარდაცვლილი ცოლის და დაკარგული შვილის სულები მოევლინებიან. ოჯახთან ერთად, ბიძია ბუნმი, ჯუნგლების გავლით მიდის იმ ადგილთან, სადაც დაიბადა.

თეორემა ზერო

5541860-650-1450974255-the_zero_theorem-christoph-waltz

კომპიუტერის ჰაკერის ცხოვრების აზრად გადაქცეულია ადამიანის არსებობის ხანგრძლივობის და არსის გამოკვლევა. მისი კვლევით დაინტერესდებიან ძლიერნი ამა ქვეყნისა.

შეზღუდული დაისი

sa

ფილმი წარმოადგენს პულიცერის პრემიის ლაურეატ კორმაკ მაკარტის ამავე სახელწოდების პიესის ეკრანიზაციას. ფილმი წარმოადგენს იუმორის და დრამის ნაზავს, მოქმედება ორი ნიუ იორკელის შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი მათგანი მეორეს მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდნისგან იხსნის. ამის შემდეგ იწყება მათი ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს უზიარებენ აზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე.

შადრევანი

00

ათასი წლის გავლით და სამი პარალელური ისტორიით, ეს არის ამბავი სიყვარულზე, სიკვდილზე, სულიერებაზე და ჩვენი არსებობის ამაოებაზე ამ ქვეყნად.

მელანქოლია

5541960-650-1450974255-19025

ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამდროს კი პლანეტა „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება.

დაგვიტოვე კომენტარი!