წესები იდეალური სექსისთვის – რაზე ვოცნებობთ სინამდვილეში

თუ ქალ სექსუალური ფანტაზიები მოეძალა ბედნიერი ურთიერთობისა და სიყვარულის დასტურია. სექსზე წარმოდგენას ძირითადად ფილმებიდან და წიგნებიდან იქმნით. ახლა გაიგეთ, როგორი უნდა იყოს იდეალური სექსი რეალურ ცხოვრებაში

1. ფიზიკური ლტოლვა

სწორედ ასე იწყება ყველაფერი. ეს შესაძლოა არა მარტო სექსუალური გართობის არამედ რომანის მიზეზიც გახდეს. თუ უცნობ ადამიანთან სექსით კავდებით, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ სექსია, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა შესაძლოა ჩვევაში გადაიზარდოს. თუმცა ამას საოცნები სექსს ვერ დავარქმევდით.

2. ეჭვი არ შეგეპაროთ

ნუ დაგეუფლებათ გადაუწყვეტელობის შეგრძნება პროცესის დროს – ასე იდეალური სექსი ვერ გექნებათ. ეს პროცესის დაწყებამდე უნდა გადაგეწყვიტათ. გადაწყვეტილების მისაღებად თავს მეტი დრო მიეცით.

3. ისაუბრეთ

მთავარია არ გადაამეტოთ ახსნა-განმარტებებითა და იუმორით საუბარი. სიცილი რა თქმა უნდა დაშვებულია, მაგრამ არა გადამეტებულად. არც დუმილია ცუდი, თუმცა იდეალური სექსისთვის უმჯობესია გრძნობები სიტყვიერად გამოხატოთ.

4. ყველა სურვილის რეალიზება

თუ პარტნიორი არ აკმაყოფილებს თქვენს სურვილებს, დაღლილია ან უხასიათოდაა -იდეალური სექსი ვერ შედგება. სწორედ ამიტომ აღმოსავლური სექსი პრაქტიკაში ჯანსაღ სხეულს, სიმშვიდესა და სულიერ ჰარმონიას მოითხოვს. ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ.

5. გამოდით სოციალური ჩარჩოებიდან

სექსი არცერთ იერარქიულ წყობას არ მიეკუთვნება – მატერიალურ, ასაკობრივ თუ ინტელექტუალურ. ფილმებში, ეროტიკულ სიუჟეტებში ხშირია მდიდარი და ღარიბი მებაღის პარტნიორობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ცხოვრებაში თქვენს შორის გრძნობები გაჩნდა, ბუნება თავისას იღებს და მისთვის განსხვავება არ არსებობს. გარდა იმ შემთხვევებისა, რასაც იდეალური სექსის გაფუჭება შეუძლია.

პენი ლეინი

დაგვიტოვე კომენტარი!