8 შეცდომა, რომელსაც ჭკვიანი ქალები ყველაზე ხშირად უშვებენ

ეს სისუსტეები ძალიან ბევრ ქალს ახასიათებს. შეცდომის აღიარება კი უკვე მისი გამოსწორების საწინდარია. რა თქმა უნდა, ყველა აქ ჩამოთვლილი სისუსტე ერთ ქალში თავმოყრილი ვერ იქნება. სამაგიეროდ ერთ-ორ საკუთარ ნაკლასაც აღმოაჩენთ და იქნებ სხვანაირად დაფიქრდეთ მასზე.
რა არის ჭკვიანი ქალის მთავარი შეცდომები?

ქმრის პრობლემების თავად მოგვარების მცდელობა

თუ მამაკაცი მუდმივად არასასურველ სამუშაოზე, მკაცრ უფროსზე ან დედასთან ცუდ ურთიერთობაზე წუწუნებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ამოქმედდეთ. მამაკაცმა თავად უნდა მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც დისკომფორტს უქმნის. თუ ვერ ახერხებს, თავი დაანებეთ – ნუ ეცდებით ამ პრობლემების მის მაგივრად გადაჭრას.

ფიქრი, რომ წარსული ურთიერთობები ისევ მნიშვნელოვანია მისთვის
რაკი ეს ურთიერთობა დასრულდა, ესე იგი ამის მიზეზი არსებობდა. არ არის საჭირო გამუდმებით მის წარსულში ქექვა. ჯობია ეს ძალისხმევა თქვენს ახლანდელ ურთიერთობას მოახმაროთ. პატივი უნდა სცეთ მის პირად ცხოვრებას, რომელშიც თქვენ საერთოდ არ მონაწილეობდით. ბოლობოლო, მონასტრიდან გამოსული არც თქვენ ხართ, არა?

ქმრის ნება-სურვილზე დამორჩილება
ოჯახური ურთიერთობები გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაივიწყოთ თქვენი განათლებაც, კარიერაც, გატაცებებიც, მეგობრებიც მხოლოდ იმიტომ, რომ გათხოვდით და ახლა ქმარზე უნდა იზრუნოთ. ეს ზედმეტი მსხვერპლია.

არაფრის შეცვლა, როცა მის ცხოვრებაში მამაკაცი ჩნდება
როგორც გათხოვებამდელ ცხოვრებაზე უარის თქმა არ ღირს, ასევე შეცდომაა უცვლელად განაგრძოთ ძველი ცხოვრება. ღამის გართობები და გამუდმებული მივლინებები ძალაში ვეღარ დარჩება. თქვენ უკვე ორნი ხართ და კომპრომისების ძებნაც საჭიროა.

იგნორირება იმისა, რას ფიქრობს სხვა ქალებზე
გასაგებია, რომ ეჭვიანი არ ხართ, მაგრამ ღალატისგან დაზღვეული არც ერთი ქლი არ არის. გატაცებით საუბარი, თუ რა ლამაზი ფეხები აქვს მის ბუღალტერს ან გამუდმებით “ყოფილების” გახსენება, ნამდვილი შეურაცხყოფაა თქვენთვის. თუ ტაქტი თავად არ ყოფნის, ხმამაღლა და გარკვევით აუხსენით ეს.

გამუდმებული “შერიგებები ყოფილებთან”
თუ ურთიერთობა დასრულდა, ესე იგი დასრულდა და მისი წარა-მარა თავიდან დაწყება დიდი სისულელეა. ეს თამაში არაა, სადაც ტაიმ-აუტს აიღებ და მერე კვლავ განაგრძობ მხურვალე რომანს. მით უმეტეს, თუ საქმე იმ კაცს ეხება, რომელმაც გული გატკინათ. ის აღარ შეიცვლება და ყოველთვის გაიმეორებს იმას, რამაც თავის დროზე ამ კაცზე უარი გათქმევინათ.

იდეალური კაცის ძებნა
ვერ შეხვდები კაცს, რომელიც ზუსტად შენნაირია. მამაკაცები სულ სხვა ტიპის ადამიანები არიან და ძირფესვიანად განსხვავდებიან ქალებისგან. უნაკლო მამაკაცებთან კი მეტი სიფრთხილეა საჭირო – გაცილებით უარესს მალავენ, ვიდრე ჩვეულებრივი კაცები.

გაეჯიბრო დედამისს
ყველა კაცისთვის დედა ცალკე კუნძულია, სადაც შეუძლია მივიდეს და თავისი განუხორციელებელი ოცნებები “გამოიტიროს”. დედა ის ქალია, ვინც მასთან ერთად განიცდის და მის გვერდითაა, თუნდაც შვილი ყველაზე უიღბლო და წარუმატებელი ადამიანი იყოს. ამიტომ მისი ადგილის დაკავებას ნუ ეცდებით, არ გამოგივათ. თანაც თქვენი დროც მოვა – შვილები ხომ გეზრდებათ?

დაგვიტოვე კომენტარი!