როგორ გაიგებთ, ხართ თუ არა გათვალული და რა ხერხს უნდა მიმართოთ ავი თვალისგან გასათავისუფლებლად

fc458a098546bc02b649c78fedf394b9

გათვალვა – ეს არის ენერგეტიკული დარტყმა, რაც ანადგურებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს და ზიანს აყენებს მის ცხოვრებას. ექსტრასენსები ამტკიცებენ, რომ ადამიანები ხშირად ხდებიან გათვალვის მსხვერპლი.

ადამიანის გათვალისთვის სულაც არ არის აუცილებელი მაგიური შესაძლებლობები გაგაჩნდეს, საკმარისია მასზე ცუდად გაიფიქრო ან ბოროტება უსურვო.
გამოდის რომ თქვენი გათვალვა ნებისმიერ დროსა და აგდილასაა შესაძლებელი. თქვენს მტრებს, შურიანებსა და არაკეთილმოსურნეებს ფარული სურვილებითა და ბოროტი ფიქრებით დიდი ზიანის მოყენება შეუძლიათ.

გათვალვა მაშინვე აისახება როგორც თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებზე, ისე უსიამოვნებებით ცხოვრებაში. გათვალული ადამიანი როგორც წესი მოკლებულია ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიხარულს. ხდება ჩაკეტილი, კარგავს საკუთარი თავის რწმენას, გამუდმებით ეცვლება განწობა, მისი საქციელი არაპროგნოზირებადია. გარდა ამისა ავი თვალი იწვევს თავის ტკივილებს, უძილობას, ღამეულ კოშმარებს, დაავადებებს.
რაგორ გაიგოთ ხართ თუ არა გათვალული?

არსებობს სამი მეთოდი:
ბევრს ავი თვალისა და მოჯადოების სულაც არ სჯერა. ყველა მოულოდნელ ცვლილებას ადამიანი დაღლილობას, იმუნიტეტის დაქვეითებას ან გაუმართლებლობას აწერს. მაშინ იწყებს ექიმებთან ან ფსიქოლოგთან სიარულს, ბოლომდე კი მაინც ვერ იკურნება.
თუ თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდა, იქნებ დაფიქრდეთ – ხომ არ გაგთვალეს?

ამის გამოაშკარავება სახლის პირობებში, ყოველგვარი სპეციალისტების დახმარების გარეშეც შეგიძლიათ:

ავი თვალის აღმოჩენის პირველი საშუალება:
ძილის წინ დაიბანეთ ცივი წყლით, აიღეთ ოქროს ბეჭედი და წაუკითხეთ გათვალვის საწინააღმდეგო ნებისმიერი ლოცვა ან “მამაო ჩვენო”. შემდეგ ბეჭედი მარცხენა ლოყაზე მიირტყიით. თუ კანზე თეთრი ზოლი დაგაჩნდათ – ყველაფერი რიგზეა. მაგრამ თუ შავი ზოლო გაჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გათვალული ხართ და თქვენი წარუმატებლობა შემთხვევითი არ არის.

მეორე საშუალება:
ამჯერად დაგჭირდებათ კრაზანა. მცენარე ძალიან მგრძნობიარეა უარყოფითი ენერგეტიკის მიმართ და მალევე იგრძნობს თუ სახლში ცუდი აურა ტრიალებს. თითოეულ ოთახში დადეთ კრაზანას ყლორტი. თუ მცენარე ჩვეულებრივზე ადრე დაჭკნება, სამწუხაროდ თქვენ ავი თვალის მსხვერპლი ხართ.

ავი თვალის ამოცნობის მესამე საშუალება:
აიღეთ წყლით სავსე ჭიქა და სამი ნახშირი, ჩაყარეთ წყალში და დააკვირდით. თუ ნახშირი დაიძირა გათვალული ხართ, ხოლო თუ წყლის ზედაპირზე დარჩა, ყველაფერი რიგზეა.
ასევე ძილის წინ შეგიძლიათ აიღოთ ცოტაოდენი ნაკურთხი წყალი, წაიკითხეთ “მამაო ჩვენო” და დაიბანეთ ამ წყლით. წყალი თავთან დაიდეთ და დასაძინებლად დაწექით. ღამით დაგესიზმრებათ რომ გათვალული ხართ და იმასაც გაიგებთ, თუ როდის ან როგორ მოხდა ეს.

თუ იგრძენით, რომ გათვალული ხართ, უნდა იმოქმედოთ, რათა სასწრაფოდ განთავისუფლდეთ.

დაგვიტოვე კომენტარი!