10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ პროვინციულად ჩაცმული დადიხართ (10 ფოტო)

ადამიანი შეიძლება წარმოუდგენლად დიდ ფულს ხარჯავდეს შოპინგში და დედაქალაქშიც ცხოვრობდეს, მაგრამ მაინც პროვინციულად გამოიყურებოდეს. რატომ ხდება ასე? ამაში ძალიან დიდი წვლილი ჩაცმულობას მიუძღვის. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი 10 ნიშანს, რომლებიც ქალის გარდერობის პროვინციულობაზე მუთითებს.

1. დიდი რაოდენობით ოქრო

“ბიუჟუტერია – არასერიოზულია და მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდებისთვის თუ გამოდგება, ვერცხლი კი ზედმეტად “ღარიბულად” გამოიყურება”. ამიტომ ტიპიური პროვინციული გარდერობის მფლობელი ყიდულობს დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულებს, მნიშვნელობა არა აქვს ნაკეთობას, ფასს, ფორმას, მთავარია იყოს ოქრო!ოქრო ყველა თითზე, ოქრო ყელზე, ოქრო ყურებზე, ოქრო მაჯაზე… მთავარია არ იფიქრონ, რომ ოქროს საყიდლად ფული არა აქვს!

2. კონსერვატულობა

ბოტასები და კაბა? ფუი! სვიტერი გიპიურის ბოლოკაბასთან? კოშმარი! გოგონას, რომელიც პროვინციულად იცვამს, ყველაზე მეტად ეშინია იმის, ვაითუ არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც “საჭიროა”(“როგორც ნორმალური ადამიანები”, “როგორც მიღებულია”, “როგორც დედამ მასწავლა” და ა.შ.).

3. შავი ფეხსაცმელი ყველანაირ ტანსაცმელზე

შავი ფეხსაცმელი —ნებისმიერი პროვინციელის გარდერობის აუცილებელი ელემენტია. ცხადია, ამ საბაზისო ფეხსაცმელში თავისთავად არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ პროვინციული გარდერობის განმასხვავებელი დეტალი ის არის, რომ ამგვარ ფეხსაცმელს ყველა ტიპის ჩაცმულობაზე იყენებენ: იქნება ეს თეთრი, საზაფხულო სარაფანი, შორტები და უბრალო მაისური თუ სპორტული ტანსაცმელი. შავი ფეხსაცმელი ხომ ყველაფერს უხდება!
4. სტილური მრავალფეროვნების არარსებობა

პროვინციული ჩაცმულობის მქონე ქალბატონების უმრავლესობისთვის არსებობს ორი ძირითადი “სტილი” – “გამოსასვლელი” (სამსახურში) და “თავისუფალი” (სამსახურის გარეთ). ზოგჯერ ეს “სტილები” ირევა რაღაც გაუგებარი ტიპის ჩაცმულობად და წარმოშობს “ოფისში გამართული კორპორატიული წვეულების” ერთგვარ ლუკს, როცა რუხი პიჯაკის ქვეშ გიპიურიან კაბას იცვამენ, ამას უმატებენ “მსუბუქ” მაკიაჟს და თმის ლაკით გაჟღენთილ კულულებს. Casual, ეკლექტიკა, ბოჰო-შიკი — პროვინციული სტილისთვის ეს ყველაფერი უცხო და “უცნაურია”.

5. ტრიკოტაჟის “კოფთა”

ტოპი, კარდიგანი, როლინგი, სვიტერი, სვიტშოტი, ბლუზა – არა და არა! პროვინციული გარდერობი მხოლოდ “კოფთას” აღიარებს! უცნობი ჩინური მწარმოელის ტრიკოტაჟული პროდუქტის განმასხვავებელი ნიშნებია უხარისხო მასალა, სწრაფი წელვადობა და ფორმის დაკარგვა, თვალშისაცემი უზორები, მაქმანების მსგავსი ჩანართები და სტრაზები. ამგვარ “კოფთას იცვამენ ყველგან – სამსახურიდან დაწყებული წვეულებებით დამთავრებული.

6. “ძვირფასი” საცვლები ყველგან

უბრალო ბიუსტჰალტერი რბილი და თხელი ფიალებით? არავითარ შემთხვევაში! რა იცი სად შეგხვდება თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი – შეიძლება ოფისშიც შეგხვდეს, სპორტდარბაზშიც და სურსათის ბაზრობაზეც. ამიტომ პროვინციული ჩაცმულობის მნიშვნელოვანი ელემენტია ყოველთვის სუპერ-აწეული, მორთულ-მოკაზმული (სტრაზებით იქნება, ბუმბულით თუ ხელოვნური ტყავით) საცვლების ტარება. მნიშვნელობა არა აქვს, რომ თხელი ტანსაცმლის ქვეშ მთელი ეს “დეკორაცია” უგემოვნოდ იკვეთება, ხოლო “სექსუალურად აწეული” მკერდი საშინლად აჭერს ნიკაპზე – მთავარი ისაა, რომ ამგვარად შთაბეჭდილებას მოახდენ პრინცზე…და მის ცხენზეც კი!

7. კოლგოტები ზაფხულში

კიდევ ერთი პროვინციული ელემენტი – შიში შიშველი ფეხების გამოჩენის, განსაკუთრებით თეთრი ფეხების ზაფხულის დასაწყისში. ამიტომ პროვინციული გარდერობის მნიშვნელოვანი ელემენტია კოლგოტები, რომლებსაც მისი მფლობელი მთელი წლის მანძიზე ატარებს. განსაკუთრებით პოპულარულია ხორცისფერი, “უჩინარი” მაგრამ მბრწყინავი კოლგოტები; ე.წ. ბადეები; “რუჯის ფერი” კოლგოტები. ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით “ელეგენტურად” გამოიყურება სხეულის სხვა, გაურუჯავ ნაწილებთან კონტრასტში.

8. ფერებზე ექსპერიმენტირების შიში

რთული ფერთა შეხამება და საერთოდ, ფერებით ნებისმიერი თამაში პროვინციალური სტილის მიმდევრებისთვის უცხოა. რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება, როცა არსებობს მარტივი და დროში გამოცდილი ფერთა შეხამებები – შავი და თეთრი, შავი და წითელი, შავი და შავი. სულაც არ არის საჭირო თავი აიტკიო იმაზე ფიქრით, როგორ შეუხამო ერთმანეთს იასამნისფერი ტოპი და სალათისფერი შარვალი.

9. აქსესუარების ტარების არცოდნა

ისეთი, ერთი შეხედვით მარტივი და გავრცელებული აქსესუარიც კი, როგორიც არის შლაპა, პროვინციული სტილის წარმომადგენლებში გაოცებას იწვევს: “ვინ ან სად ატარებს შლაპას?, “მაჩვენეთ ერთი ასეთი ადამიანი!, ” – აცხადებენ ირონიული ღიმილით. სხვა აქსესუარები კი უმეტესწილად ზედმეტობად აღიქმება – რა საჭიროა ის, რასაც კონკრეტული ფუნქცია არ გააჩნია?
10. გაყალბებულის სიყვარული

დაარწმუნო პროვინციული მოდის წარმომადგენელი იმაში, რომ ფეიკი – ეს სირცხვილია, თითქმის შეუძლებელია. რადგან “მე არ ვიყო …(ვიღაცა) თუ მიწისქვეშა გადასასვლელში რომ Dolce & Gabbana-ს ლაქის ჩანთაა ის არ ვიყიდო!” მათთვის ცნობილი ბრენდების პაროდია ყოველთვის უმჯობესი და მოდურია, ვიდრე იგივე თანხის საფასურად შეძენილი უცნობი მარკის, თუმცა ხარისხიანი ტყავის ჩანთა.

intermedia.ge

დაგვიტოვე კომენტარი!