როგორ დავიკლოთ წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე? დიეტა, რომელსაც ბევრი იცავს

ალბათ, ქალების უმრავლესობა საკუთარი წონით უკმაყოფილოა და გახდომას რადიკალური მეთოდების გამოყენებით ცდილობს. ბევრი შიმშილობს, ვარჯიშობს 24 საათის განმავლობაში და ხშირად ამით სახსრებსაც აყენებს ზიანს. ეს დიეტა საშუალებას გაძლევთ 2 კვირაში 5 კილომდე დაიკლოთ. აღსანიშნავია, რომ ამ დიეტის დახმარებით, წონაში ბევრმა ვარსკვლავმა დაიკლო.

ეს დიეტა, რომელიც რაციონიდან წებოგვარას ამოგდებას გთავაზობთ, არტურ აგატსტონსის მიერ არის შემუშავებული, სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წებოგვარაზე ალერგია აქვთ. ამ დიეტის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: რაციონიდან უნდა ამოაგდოთ ყველა პროდუქტი, რომელიც პროტეინ წებოგვარას შეიცავს, რადგან ის ორგანიზმში მეტაბოლიზმს ანელებს. წებოგვარას დიდ რაოდენობას ხორბალი, ჭვავი, შვრია და ქერი შეიცავს. ამიტომაც, ხშირად, როდესაც მხოლოდ შვრიის ფაფას ვჭამთ, წონას მაინც ვერ ვკარგავთ.

ამ დიეტის დროს აკრძალული პროდუქტები:

1. ხორბალი, ქერი, ალაო, ჭვავი, შვრია, ტრიტიკალე (ხორბლისა და ჭვავის შეჯვარებით მიღებული ახალი მარცვლეული კულტურა)
2. მარცვლეული, რომელიც წებოგვარას შეიცავს, კუსკუსი, მანანის ბურღული
3. ცომეული, რომელიც აკრძალული მარცვლეულისგან მზადდება: ორცხობილა, მაკარონი
4. სწრაფი კვების ყველა პროდუქტი (ჩიფსები, წვნიანები)
5. ლუდი, ჯინი, არაყი
6. კონსერვირებული ბოსტნეული, ხილი და სალათები, ხორცის კონსერვები
7. ბურახი, სუბლიმირებული ყავა, არომატიზირებული ჩაი პაკეტებში
8. ძეხვეული, ხორცის ნახევარფაბრიკატები
9. თევზის ნახევარფაბრიკატები (კრაბის ჩხირები, თევზის კოტლეტები საფანელში)
10. ნაყინი, შოკოლადი შიგთავსით, ფერადი კარამელი
11. მაღაზიაში ნაყიდი სანელებლები, მაიონეზი, კეტჩუპი

ამ დიეტის დროს ნებადართული პროდუქტები:

1. წიწიბურა, სიმინდი, ბრინჯი, ფეტვი
2. კაკალი, მზესუმზირა
3. ნატურალური ხორცი
4. ნატურალური თევზი
5. რძის პროდუქტები
6. კარტოფილი
7. პური მთლიანი მარცვლებისან, წებოგვარას შემცველობის გარეშე (სიმინდის ფქვილი, ბრინჯის ფქვილი, კარტოფილის ფქვილი, სოიოს ფქვილი)
8. ბოსტნეული, ხილი, ზეთისხილი, მწვანილი
9. კვერცხი
10. თაფლი, კაკაო, სახლში მომზადებული მურაბა
11. პარკოსნები

ეს დიეტა არა მხოლოდ წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, არამედ კანს და თმას გააჯანსაღებს.

დაგვიტოვე კომენტარი!