“სიმდიდრე, რომელიც მოვიპოვე ვერ გამოვიყენებ.” – სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები

ეს ინფორმაცია ინტერნეტში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა და როგორც ამბობენ სტივ ჯობსმა სიკვდილის წინ წარმოთქვა, მაგრამ ამის დამდასტურებელი საბუთი არ არსებობს, ერთი კი ნამდვილად ცხადია, რომ სტივ ჯობსი მსგავსი შინაარსის ციტატებით ხშირად გამოდიოდა სტენფორდის უნივერსიტეტში. ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს ციტატები, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გენიალურია.

“მე კარიერაში უდიდეს წარმატებას მივაღწიე, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა, სამსახურს მიღმა ბედნიერი ნაკლებად ვარ. ფულის ქონა ხომ ბედნიერება არაა, ეს არის ფაქტი, რომელსაც უბრალოდ შევეჩვიე.

ახლა, როდესაც საავადმყოფოს პალატაში ვწევარ და განვლილ ცხოვრებას ვიხსენებ ვხვდები, რომ ყველაფერი, რასაც მივაღწიე სიკვდილის წინააღმდეგ უძლურია.

სიჩუმეა და მხოლოდ ღმერთის სუნთქვა მესმის, ჩემი სიკვდილი ახლოვდება. სულ სხვა ფიქრები გამიჩნდა, სიმდიდრეზე ფიქრი სიკვდილით შეიცვალა. ფულზე უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე დავფიქრდი, თუნდაც ურთიერთობებზე, ხელოვნებაზე, ბავშვურ ოცნებებზე.

როდესაც ადამიანი ფულის შოვნისთვის იბრძვის ნამდვილ მარიონეტს ემსგავსება, ზუსტად ეს დამემართა. ღმერთმა გრძნობის უნარი იმიტომ გვიბოძა, რომ სიყვარული გაგვეზიარებინა სხვებისთვის და არა მხოლოდ ფული გვყვარებოდა.

ის ყველაფერი, რასაც მივაღწიე ფუჭია, თან მხოლოდ მოგონებების და სიყვარულის წაღება შემიძლია. ეს კი ჭეშმარიტი სიმდიდრეა, რომელიც გაძლიერებს და გიბიძგებს, რომ წინ იარო.

სიყვარულს უდიდესი გზის გავლა შეუძლია, მას საზღვარი არ აქვს. წადით იქ, სადაც გინდათ, მიაღწიეთ თქვენს მიზნებს, ყველაფერი ხომ თქვენს ხელშია, მაგრამა არასდროს დაივიწყოთ სიყვარული.

თუ რაიმე მატერიალურს დაკარგავთ აუცილებლად იპოვნით, მაგრამ არსებობს ერთი რამ რის პოვნაც დაკარგვის შემთხვევაში შეუძლებელია – ეს ცხოვრებაა.

არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ და რას აკეთებ, რადგან ყველას ელის დღე, როცა ამ ყველაფერს იძულებით დათმობ.

თქვენი განძი არის სიყვარული, მეგობრის, საყვარელი ადამიანის და ოჯახის!

გაუფრთხილდით საკუთარ თავს და სხვებს!”

დაგვიტოვე კომენტარი!