როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალბატონი – 22 რჩევა ცნობილი დიზაინერებისგან

იყო ქალი – ხელოვნებაა. თითოეულს თავისი ხრიკი, განსაკუთრებული შარმი და არომატი აქვს. მაგრამ ვერავინ ისე კარგად ვერ ერკვევა ქალის მიმზიდველობასა და სილამაზეში, როგორც მოდის ლეგენდარული კანონმდებლები.
დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ მათ შეძლეს, ყველაზე ღრმად ჩაწვდომოდნენ ქალის ბუნებას. ამიტომაც ღირს, მოვისმინოთ ლეგენდარული დიზაინერების რჩევები.

ნამდვილი ქალი უნდა იყოს მავნე და კაპრიზული.კრისტიან დიორი

ასაკი ქალისთვის არ არის ყველაზე მთავარი: ის შეიძლება იყოს მომაჯადოებელი 20 წლის ასაკში, მიმზიდველი – 40-ის და დარჩე განუმეორებელი სიცოცხლის ბოლომდე. კოკო შანელი

ხელები – ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი – მისი პასპორტი, ხოლო მკერდი – ვიზა. კოკო შანელი

ფეხსაცმელზე ზრუნვა არასოდეს არის გადაჭარბებული. ძალიან ბევრი ქალი თვლის, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ქალის ელეგანტურობის რეალური მტკიცებულება მაინც ის არის, რაც ფეხზე აცვია. კრისტიან დიორი

ქალის საუკეთესო მოდური აქსესუარი – ლამაზი მამაკაცია! კოკო შანელი

ნუ ჩაუღრმავდებით ტრენდებს. ნუ მისცემთ უფლებას მოდას, იბატონოს თქვენზე. თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ და რა გსურთ გამოხატოთ თქვენი სამოსითა და ცხოვრების წესით. ჯანი ვერსაჩე

ყოველი შეჭმული ლუკმა პირში 2 წუთი რჩება, კუჭში – 2 საათი, ხოლო თეძოებში – 2 თვე. კრისტიან დიორი

იყო ელეგანტური, არ ნიშნავს, იყო თვალშისაცემი; ეს ნიშნავს, დარჩე მეხსიერებაში. ჯორჯო არმანი

სუნამო – ეს ქალის ინდივიდუალურობის განუმეორებელი ნაწილი და იმიჯის ბოლო შტრიხია.კრისტიან დიორი

აქსესუარების არჩევისას, მოიხსენით ის, რაც ბოლოს გაიკეთეთ. კოკო შანელი

ის, რასაც თქვენ იცვამთ, ნიშნავს იმას, როგორ წარუდგენთ საკუთარ თავს სამყაროს, განსაკუთრებით ახლა, როცა ადამიანებს შორის კონტაქტები ასეთი სწრაფია. მოდა – ეს ბუნებრივი ენაა, რომელიც თარგმანის გარეშეც გასაგებია. მიუჩა პრადა

თუ დაგრეხილი ფეხები გაქვთ – ატარეთ ღრმა დეკოლტე.კრისტიან დიორი

იარეთ ყოველთვის ისე, თითქოს უკან სამი მამაკაცი მოგყვებოდეთ. ოსკარ დე ლა რენტა

თქვენ ვერ შეძლებთ გააყალბოთ ეშხი, მაგრამ შეგიძლიათ იყოთ ეშხიანი ყალბ ქურქში. კარლ ლაგერფელდი

ულამაზო ქალი არ არსებობს – არსებობს ზარმაცი ქალი. კოკო შანელი

რაც უფრო ცუდად მისდის ქალს საქმე, მით უკეთ უნდა გამოიყურებოდეს ის. კოკო შანელი

ფეხსაცმელი თქვენი გამომეტყველებისა და სხეულის ტრანსფორმაციას ახდენს. მას აყავხართ მაღლა, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. კრისტიან ლუბუტენი

კარგად შეკერილი კაბა ნებისმიერ ქალს უხდება. წერტილი! კოკო შანელი

სილამაზეზე ზრუნვა გულისა და სულისგან უნდა დაიწყოთ, სხვაგვარად ვერანაირი კოსმეტიკა ვერ გიშველით. კოკო შანელი

შეიძინეთ ნაკლები, აირჩიეთ საუკეთესო და გააკეთეთ ეს თავად! ვივიენ ვესტვუდი

მოერიდეთ ორიგინალურობას. ქალის მოდაში ორიგინალურობამ შესაძლოა მასკარადამდე მიგვიყვანოს. კოკო შანელი

არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც ზედმეტად მდიდრული სამოსი. კოკო შანელი

დაგვიტოვე კომენტარი!