53 წლის შემდეგ ცნობილი გახდა მერლინ მონროს მკვლელის ვინაობა. ამას ნამდვილად არ მოველოდი!

ცეერუს ყოფილმა თანამშრომელმა, 78 წლის ნორმან ჰოჯესმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლების ბრძანებით მან მერლინ მონროს სასიკვდილო ნემსი გაუკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას worldnewsdailyreport.com ავრცელებს.

გარდა ამისა ყოფილმა აგენტმა აღიარა რომ 1959-1972 წლებში მან აშშ-ს ხელისუფლების დაკვეთით ჯამში 37 მკვლელობა ჩაიდინა, გარდაცვლილთა შორის იყვნენ პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები, პროფკავშირების ლიდერები, მეცნიერები და მხატვრები. ჰოჯერსის განმარტებით ის ხელმძღვანელობდა ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ყველაფერს ისე აწყობდნენ, რომ მკვლელობები უბედურ შემთხვევას გავდა.

ყოფილი “ცეერუშნიკის” განცხადებით მონრო მის მიერ მოკლულ ადამიანთა შორის ერთადერთი ქალი იყო, თუმცა ის ჩადენილს არ ნანობს, რადგან ნორმან ჰოჯერსის თქმით, კინოვარსკვლავს რომანი ჰქონდა როგორც პრეზიდენტ კენედისთან ასევე ფიდელ კასტროსთანაც და მას შეეძლო საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება კომუნისტებისთვის, რაც დაუშვებელი გახლდათ.

დაგვიტოვე კომენტარი!