მას სურდა შეემოწმებინა, მეუღლეს ისევ უყვარდა თუ არა. ცოლმა გამაოგნებელი პასუხი გასცა

ერთმა მამაკაცმა იეჭვა, რომ მეუღლეს აღარ უყვარდა, თითქოს ქალი მის მიმართ გაცივდა. ამიტომ, გადაწყვიტა, შეემოწმებინა მისი გრძნობები და წერილი დაუტოვა, სადაც წერდა, რომ ცოლისგან დაიღალა და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება აღარ სურდა.

წერილი მან საწოლთან მდგარ ტუმბოზე დადო და თავად, მეუღლის მოლოდინში, ლოგინის ქვეშ დაიმალა. ის ფიქრობდა, თუ როგორ ეწყინებოდა ქალს ეს ყველაფერი, დაიწყებდა ტირილს, დაურეკავდა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს…

ბოლოს და ბოლოს, ქალბატონი სახლში დაბრუნდა და ყველაფერი წაიკითხა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, მან წერილზე მინაწერები გააკეთა. შემდეგ კი ღიღინი და ცეკვა დაიწყო. ის განადგურებული კი არა, ბედნიერი ჩანდა.

მამაკაცი შოკირებული იყო, მაგრამ უარესი წინ ელოდა.

ქალმა ტელეფონი აიღო და საუბარი დაიწყო: „ძვირფასო, ჩემი სულელი ქმარი როგორც იქნა, ჩემგან წავიდა. ანდა, მას აქამდე როგორ ვიტანდი? ნეტავ, მე და შენ ადრე შევხვედროდით ერთმანეთს. ტანსაცმელი უკვე ჩავალაგე და გამოვდივარ, მალე შევხვდებით, საყვარელო.“
მან ყურმილი დაკიდა და ოთახიდან გავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ, მამაკაცმა შემოსასვლელი კარის გაღებისა და დაკეტვის ხმა გაიგო, ქალი წავიდა… განადგურებულმა, ცრემლიანი თვალებით დაიწყო წერილზე ცოლის დატოვებული მინაწერების წაკითხვა: „საწოლის ქვეშ შენს ფეხებს ვხედავ. პურის საყიდლად ჩავდივარ.“

დაგვიტოვე კომენტარი!