მან ასობით ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა … ჰოლოკოსტის გმირის უცნობი ისტორია

1988 წელს, ნიკოლას უინტონის ცოლმა, სხვენში დღიური იპოვა. მან ამ დღიურის ფურცლებზე იპოვა 669 ისტორია სიმამაცეზე და ადამიანობაზე. წიგნში აღწერილი იყო 669 ბავშვის გადარჩენის ოპერაცია, რომელიც მისმა ქმარმა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაატარა. მან ეს ბავშვები ფაქტობრივად საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრისგან იხსნა. სწორედ მისი დახმარებით, ჩეხოსლოვაკიიდან ებრაელი ბავშვები დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს.

2002 წელს, დედოფალმა ელისაბედ II- მ ის რაინდად აკურთხა, ხოლო 105 წლის ასაკში, მას ჩეხეთის უმაღლესი ჯილდო გადასცეს.

დაგვიტოვე კომენტარი!