ქალის 10 საიდუმლო – თუ გინდათ, რომ მამაკაცმა არასოდეს მიგატოვოთ


1. მამაკაცს ცხოვრების აზრად, სამყაროს ცენტრად ნუ აქცევთ, მსოფლიო იმაზე საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე უბრალოდ მამაკაცის არსებობა ქალის ცხოვრებაში.

სწორედ ამიტომ ნურასოდეს ჩამოეკიდებით კისერზე. ნუ გახდებით მისი მსახური, მისი “დედიკო”. უბრალოდ, დატკბით მასთან ურთიერთობით.

2. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს მამაკაცისგან წასვლის საშუალება, თეორიულად მაინც. დამოუკიდებელი უნდა იყოს ფინანსურად, შემდგარი საკუთარ პროფესიაში და პატივსაცემი პიროვნება.

ასეთი ქალის დაკარგვას ვერც ერთი მამაკაცი ვერ შეეგუება. მისთვის ის ქალი უფრო ადვილი მოსაშორებელია, ვინც მთელი ცხოვრება მისი “სათრევი” უნდა გახდეს.

3. ქალის მთავარი როლი მაინც დიასახლისობაა. შეიძლება ყოველდღე ღვეზელებსა და ნამცხვრებს არ აცხობდეს, ყოველდღე პირველ-მეორე-მესამე კერძებს არ ამზადებდეს, ქსოვდეს, ქარგავდეს, მაგრამ მაინც…

მამაკაცი არასდროს მიატოვებს იმ სახლს, სადაც მას ქალი გემრიელად აჭმევს, სუფთა სამოსს ახვედრებს და სამსახურიდან შინ დაბრუნებულს კომფორტულ გარემოს უქმნის დასვენებისთვის.

4. მამაკაცმა მთელი ხელფასი, გამომუშავებული ფული ქალს არ უნდა “ჩაუთვალოს”.
და კიდევ, მამაკაცი სიამოვნებით მიატოვებს იმ ქალს, ვინც მუდამ ჯიბეებს უქექავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზუსტად იცის, რომელ ჯიბეში რა უდევს.

5. მამაკაცისთვის ქალი მარტო საყვარელი, დიასახლისი და მისი შვილების დედა კი არ უნდა იყოს, არამედ კარგი მეგობარიც. მამაკაცი ცუდად იტანს სულიერ სიმარტოვეს – მისთვის ჰაერივით აუცილებელია, ვინმეს გაუზიაროს თავისი გეგმები, დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები. ამასთანავე, მამაკაცი აფასებს იმ ქალს, ვინც მოუსმენს, რჩევას მისცემს.

6. მამაკაცი არასდროს მიატოვებს იმ ქალს, ვინც არ უწყობს სკანდალებს, არ აღიზიანებს მუდმივი მოთხოვნებითა და წუწუნით, არ ეჭვიანობს უსაფუძვლოდ, არ მანიპულირებს სექსით. ის მუდამ მშვიდად ესაუბრება და უთანხმდება, ხოლო თუ არ უთანხმდება – მშვიდად ტოვებს.

7. ქალი მუდამ სრულყოფილებისკენ უნდა ისწრაფოდეს. უნდა ეცადოს, მუდამ კარგად გამოიყურებოდეს, ებრძოლოს თავის მავნე ჩვევებს. სიამოვნებით ხარჯავს ფულს საკუთარ სიამოვნებაზე.

8. მამაკაცი არასდროს
მიატოვებს ქალს, რომელიც პატივს სცემს თავისი თანამეგზურის გატაცებას და მასაც აქვს საკუთარი გატაცებები.

9. ქალს აქვს უფლება, იყოს სუსტი, მაგრამ არა აქვს უფლება, იყოს სულელი.

10. მამაკაცი არ მიატოვებს ქალს, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი თავი და მის გვერდით ვერასდროს იქნება უღირსი მამაკაცი. იგი საკუთარ თავს ვერ მისცემს ამის უფლებას. ამიტომ თავისი მამაკაციც ძალიან ეყვარება.

დაგვიტოვე კომენტარი!