“არ მეგონა, რომ შეიძლებოდა ასე სიკვდილი” – 14 წლის გოგონას სულისშემძვრელი ვიდეომიმართვა სიკვდილის წინ

 

 

3cf19697b2.images.new_photo.medicina.xalxi.marjanal

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ მამაც და საოცრად გონიერ გოგონას ყველა უნდა იცნობდეს. ეს არის ძალიან ღრმა და სულისშემძვრელი ამბავი პატარა გოგონასი, რომელსაც სიცოცხლის დღეები დათვლილი ჰქონდა, თუმცა მაინც ცდილობდა სამყაროს შეცვლას. 14 წლის მარჟანა სადიკოვა, მხატვარი და ფოტოგრაფი 2013 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა. 2 წლით ადრე მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს – სისხლის სიმსივნე. მკურნალობა არ შველოდა. ექიმებმა ხელები დაუშვეს – ავადმყოფობა არ მარცხდებოდა. მაგრამ გოგონამ გადაწყვიტა, არ ეთქვა უარი თავის ოცნებაზე, გამხდარიყო ფოტოგრაფი და არ გაეტარებინა უკანასკნელი დღეები მხოლოდ სიკვდილის მოლოდინში.

მარჟანას უნდოდა მეტი აზრი, მეტი სინათლე და მეტი ბედნიერება განეცადა სიკვდილამდე დარჩენილ დროში. ის საოცარი რწმენა, რაც ამ პატარა გოგონას ჰქონდა, მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძად იქცა, რადგან ასაკით პატარა ადამიანი გაცილებით ღრმად და რეალისტურად მსჯელობდა. ის თავის ვიდეოგზავნილებში უფრო ბრძნულად მსჯელობდა ავადმყოფობაზე, ადამიანის დანიშნულებაზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, ვიდრე ბევრი მასზე გაცილებით უფროსი. სწორედ ეს რწმენა დაეხმარა უდიდესი მისიის შესრულებაში – ეთქვა ადამიანებისთვის, მისნაირებად დაავადებულებისთვის თუ ჯანმრთელებისთვის, რომ ცხოვრება და სიკვდილი ის სულაც არ არის, რაც ჩვენ გვგონია.

კეთილმა ადამიანებმა მარჟანას ოცნების ახდენა გადაწყვიტეს და მას პროფესიონალური ფოტოაპარატი აჩუქეს. მერე იყო ფოტოსესია, რომელსაც უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. სულ 60 გენიალური ფოტო გადაიღო, დადგა სიუჟეტები, რომლებშიც თავადაც მონაწილეობდა და სხვა ადამიანებიც. დაწოლილი იღებდა, დაავადების შეტევებს შორის “შესვენებებზე”… მის გვერდით მდგომმა ადამიანებმა ისიც მოახერხეს, რომ გამოფენა მოუწყვეს.

როცა ამ ლამაზ გოგონას უყურებ და მისი ბრძნული სიტყვები გესმის, გიჩნდება შეკითხვა, რატომ არის ამდენი უსამართლობა ამქვეყნად და რატომ მიდიან ასეთი ახალგაზრდა და სულით ძლიერი ადამიანები. ამაზეც თვითონ მარჟანას ჰქონდა პასუხი:

იხილეთ გაგრძელება
და ვიდეო

ambebi.ge

დაგვიტოვე კომენტარი!

3 Comments - Add Comment

გამოხმაურება