ღალატის გამო დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები

ღალატის გამო უამრავი ოჯახი ინგრევა. ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ მესამე ადამიანის გამოჩენის გამო ცნობილი ადამიანების ოჯახებიც დანგრეულა.

გიორგი ყიფშიძე

გიორგი და კრისტი ყიფშიძეები ერთმანეთს წლების წინ სკანდალურად დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზიც ღალატი გახდა, გიორგის და კრისტის ცხოვრებაში მსახიობი ია სუხიტაშვილი გამოჩნდა. მოგვიანებით, იამ საჯაროდ აღიარა, რომ ყიფშიძეების წყვილმა სწორედ მის გამო დაანგრია ოჯახი. “ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ურთიერთობის ნიადაგზე დაინგრა მისი ოჯახი. გიორგი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს იცოდა მთელმა თბილისმა და ამას არ ვმალავდით. გვქონდა ძალიან კარგი სიყვარულის ისტორია, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად გამახსენდება. გიორგიმ მერე მითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით დასამალი არაფერი ჰქონდა”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ია სუხიტაშვილმა. იას და გიორგის დაშორების შემდეგ, გიორგი ყიფშიძემ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა.

თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ. გია როინიშვილმა თამრიკო ჭოხონელიძეს ეკა მამალაძესთან უღალატა. ეკა თამრიკოს მეგობარი იყო და სწორედ მეუღლისგან გაიცნო ის გია როინიშვილმა, 20 წლიანი მყარი ოჯახიც ამის შემდეგ დაინგრა. თამრიკო ჭოხონელიძემ არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს. შემდეგ იყო რთული პერიოდი, მაგრამ მეგობრების დახმარებით თამრიკო ჭოხონელიძემ ყველა პრობლემა გადალახა და ოჯახის უფროსობაც საკუთარ თავზე აიღო. რაც შეეხება ეკა მამალაძეს, ცნობილი გახდა, რომ მისი და გია როინიშვილის დაშორების მიზეზი ოლეგ მელნიკოვია. ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა, თუმცა მამალაძე ამას უარყოფს.

ხატია შამუგია

ხატია შამუგიას და გურამიკო ლომიძის დაქორწინებას წლების წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ყველაზე პოპულარული წყვილის სტატუსით სარგებლობდნენ. ხატია მაშინ “ფორტუნას” მუსიკალური წამყვანი იყო, გურამიკო კი მომღერალი და ერთმანეთი სწორედ კონცერტებზე გაიცნეს. მათ ურთიერთობას თითქმის მთელი შოუ-ბიზნესი ხელს უწყობდა, თითქოს ბედნიერი წყვილი იყო, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ დაშორდნენ. ამბობენ, რომ წყვილის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა, ეს ადამიანი კი ქრისტინე იმედაძე იყო, რომელსაც გურამიკო ლომიძე სუპრიზებით ანებივრებდა, უგზავნიდა ყვავილებს და ა.შ. ამის შესახებ ხატიამ როცა შეიტყო, ქმარს დაშორდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ხატიამ გურამიკოს ღალატი არ აპატია. გურამიკო ლომიძე ახლა ივანა მელაიზე არის შეყვარებული. უახლოეს პერიოდში ისინი დაქორწინებას გეგმავენ. ივანა და გურამიკო ხელს პარიზში, ეიფელის კოშკზე მოაწერენ.

მარიამ როინიშვილი

მომღერალი მარიამ როინიშვილი 5 წლის წინ გათხოვდა. მისი რჩეული მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. წყვილმა ორი წელი იცხოვრა ერთად, შემდეგ კი დაშორდნენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაშორებულები ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ. ამბობენ, რომ მარიამმა ქმარს ღალატი არ აპატია. თავად ამის შესახებ ისინი არასდროს საუბრობენ. გიორგი დაშორების მიზეზად ხასიათის შეუთავსებლობას ასახელებს.

სალომე ქათამაძე

მომღერალი სალომე ქათამაძე ქმარს ღალატის გამო დაშორდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მესამე ადამიანი გიგი ზამთარაძის და სალომე ქათამაძის ცხოვრებაში გიგის მხრიდან არ გამოჩენილა. ამბობდნენ, რომ გიგი ზამთარაძემ სალომეს მეგობარზე იეჭვიანა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობსო. სალომემ “ამბები.გე”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭი მისი მეგობარი

იყო და მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი ეს არ გამხდარა. ცოტა ხნის წინ, კი სალომემ ნაწილობრივ, საჯაროდ დაადასტურა ეს ჭორი. გიორგი ბუჩუკური და სალომე ქათამაძე ამერიკაში ერთად ცხოვრობენ და მუსიკალური კარიერის აწყობასაც ერთად აპირებენ. “ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ჯერჯერობით კარგი მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ სიმპათიები უკვე გვაქვს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. არ არის გამორიცხული, ჩვენი ურთიერთობა მალე სიყვარულშიც გადაიზარდოს. როცა ოჯახის შექმნისკენ მეორედ გადავდგამ ნაბიჯს, მხოლოდ და მხოლოდ ემოციებს აღარ ავყვები. ბევრ საკითხზე დავფიქრდები. გიორგიმ რითიც მომხიბლა, ეს მისი თვისებებია. ძალიან კეთილი, თბილი და გულახდილი ადამიანია. ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ქალბატონმა ნაირამ იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ამ საკითხზე არ გვისაუბრია. თითქოს მე და გიო ჩვენთვის ვართ, მშვიდად და არავის ვაწუხებთ ჩვენი ურთიერთობით. ერთად დიდ დროს ვატარებთ და ეს ორივეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს”, – აღნიშნავს სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.

თამარ ბოჭორიშვილი

 

დაგვიტოვე კომენტარი!

გამოხმაურება